მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:21

20. შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ.21. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ.22. მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა.
კოლასელთა მიმართ თავი 3
21. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა იურვოდინ (3,20-21).:

თარგმანი: იხილე, ვითარ არა ხოლო ბუნებითად, არამედ საღმრთოჲთა ნებითაცა თანამდებ ჰყოფს შვილთა მორჩილებისა მშობელთაჲსა, რაჲთა არა ხოლო კაცობრივისა წესისათჳს, არამედ ღმრთისა მიერისაცა სასყიდლისათჳს ჰმორჩილობდენ მათ; ხოლო მამათა — არა განრისხებად შვილთა ესრეთ ეტყჳს, რაჲთა არა რაჟამს სწავლისათჳს ჰრისხვიდენ, უმეტეს ზომისა განრისხებითა მრისხანე და მბრძოლ ყვნენ იგინი; ხოლო ამათცა და მეუღლეთაცა ყოველსავე შინა მას ზედა ეტყჳს ურთიერთას მორჩილებად, რომელსა შინა არარაჲ იყოს სავნებელი სულისაჲ და წინააღმდგომი უფლისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის