მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:25

24. უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ.25. ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალთ-ხუმა.
კოლასელთა მიმართ თავი 3
25. ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალთ-ხუმა.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ. ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს, რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალ-ხუმაჲ (3,24-25).:

თარგმანი: ვითარცა ჩჩჳლთა, ეტყჳს მათ და წინა-დაუდებს სასყიდელსა მორჩილებისასა და პატიჟსა ურჩებისასა, და ორსავე ამას — ორსახედ; რამეთუ არა ხოლო საუკუნოსა მას მკჳდრობასა, არამედ საწუთროსაცა ამას მწირობასა მრავალგზის მიეცის კაცსა თუალუხუავი მისაგებელი საქმეთაებრი. ხოლო თუალუხუაობასა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ შენ მონამან გლახაკმან ორგულებით რაჲმე ანუ მდიდარსა მას უფალსა შენსა არა თუალ-გახუნეს სიგლახაკისათჳს, არცა შეგიწყალოს, არამედ ჯეროვანი პატიჟი მიგჴადოს, და კუალად, უკუეთუ ქრისტიანემან მონამან შეურაცხ-ყოს უფალი თჳსი წარმართობისათჳს, არცა მას თუალ-ახუამს ღმერთი ქრისტიანობისათჳს, არამედ თუალუხუავად მიჰჴდის პატიჟსა წარმართისა მის უფლისა თჳსისა შეურაცხ-ყოფისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის