მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:3

2. ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით;3. ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ,4. რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად.
კოლასელთა მიმართ თავი 4
3. ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ,
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ, სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ, რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად (4,3-4).:

თარგმანი: იხილე სიმდაბლე ნეტარისა მის სულისაჲ, ვითარ მოქენე არს ლოცვასა მოწაფეთა თჳსთასა, და ეტყჳს, ვითარმედ: ილოცევდით, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თანად ჩუენთჳსცა. ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს ილოცოთ თქუენთჳს, თანად ილოცეთ ჩემთჳსცა, რაჲთა განმეღოს კარად სახელდებული იგი შესავალი და გზაჲ ქადაგებისა ამის წარმართებისაჲ. ეჰა, მჴნესა მას და ახოვანსა გონებითა, ვითარ პყრობილებათა და კრულებათა შინა, არა განტევებასა, არამედ კუალადცა შემატებასა ქადაგებისასა, და მის ძლით —აღმატებასა თჳსთა ტანჯვათასა ითხოვდა ლოცვით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის