თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲსაღა მრავლის-ვმეტყუელებდე; ყოვლითავე სახითა, რომლითაცა ქრისტე იქადაგების, მიხარის და მიხაროდის-ცა; გინათუ მიზეზითა ვინ ჰყოფდეს, ჩემდა უმეტესთა ტანჯვათა შემთხუევისაჲთა, გინათუ თჳთ ჭეშმარიტებით სადიდებელად მისსა და სარგებელად ჩემდა; არამედ თქუეს ვიეთმე უგუნურთა, ვითარმედ: ყოველთავე წვალებათა კარი განუღო მოციქულმან სიტყჳთა ამით: გინათუ მიზეზით, გინათუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების. გარნა შენ ისმინე პირველად ესე, რამეთუ არა იტყჳს, ვითარმედ: "ვითარცა ვის უნდეს, ქადაგებდინ", რომელი-ესე მომავალთა ჟამთა შჯულისდებაჲ არს, არამედ გარდასრულისათჳს იტყჳს, ვითარმედ: იქადაგების. რამეთუ დაღათუმცა ეგრე ეთქუა, ვითარმედ: "იქადაგებოდენ" არცა რაჲ ეგრეთ იყო, ვინაჲთგან მაშინდელნი იგი ქადაგნი ბოროტითა გონებითა უკუე ქადაგებდეს, რაჲთა მოციქულსა ტანჯვაჲ მოუმზადონ; ხოლო არა ბოროტითა, არცა წვალებისა სიტყჳთა, არამედ სიტყუაჲ და ქადაგებაჲ მათი მართალ იყო, დაღაცათუ ბოროტითა გონებითა ჰყოფდეს ქადაგებასა მას. ხოლო მწვალებელთაჲ ზოგად ბოროტ არს გონებაჲცა და სიტყუაჲცა, რამეთუ რომელნიმე არა აღიარებენ ღმერთსა, ჴორცითა ჯუარცუმულსა, და...
ფილიპელთა მიმართ 1:18
17. ხოლო რომელნიმე - სიყუარულით: უწყიან, რამეთუ სიტყჳს-გებად სახარებისა მის ვდგა მე.18. აწ უკუე რაჲ? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, და ამისთჳს მიხარის და მიხაროდისცა.19. რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა,
ფილიპელთა მიმართ თავი 1