თარგმანი: ზოგად ორსავე უწოდს საცხორებელად თჳსსა —მის ძლით მრავალთა პირთა მიერ ქადაგებასა ქრისტესსა, და ქადაგებისა მისთჳს უმეტეს შემთხუევასა ტანჯვათასა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე გონებისა მის ყოვლადქებულისაჲ, ვითარ ესოდენთა წარმატებათა შინა მყოფი ერისა ლოცვათა თანაშემწეობასა ითხოვს, ვითარმედ: მათითა ვედრებითა უმდიდრესი იქმნების მის ზედა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომლისა მიერ წარემართოს მას მრავლით ჟამითგან მოსალოდებელი იგი მისი სრბაჲ წამებითა აღსასრულისაჲ.
ფილიპელთა მიმართ 1:19
18. აწ უკუე რაჲ? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, და ამისთჳს მიხარის და მიხაროდისცა.19. რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა,20. მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა, რამეთუ არარაჲ მრცხუენის მე, არამედ ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის და აწცა იდიდოს ქრისტე ჴორცთა ზედა ჩემთა, გინა თუ ცხორებით გინა თუ სიკუდილით.
ფილიპელთა მიმართ თავი 1