მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:21

20. მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა, რამეთუ არარაჲ მრცხუენის მე, არამედ ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის და აწცა იდიდოს ქრისტე ჴორცთა ზედა ჩემთა, გინა თუ ცხორებით გინა თუ სიკუდილით.21. რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ.22. ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამის ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
21. რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ.
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ცხორება ჩემდა ქრისტე არს, და სიკუდილი - შესაძინელ (1,21).:

თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას განკითხვად წარდგინებასა განრომილ იყო მო კლვისაგან, რაჲთა არა დიდ ჰგონებდენ განრომასა, და დაკნინება შეჰრაცხონ, ოდეს იქმნეს მოკლვაჲ მისი, ამისთჳს წინა-განსწავლის მოწაფეთა, ვითარმედ: ჩემდა ცხორებაჲ არათუ სხუაჲ რაიმე არს, თჳნიერ ქრისტე, და სიკუდილი მისთჳს შემირაცხიეს შესაძინელად, რაჲთა უსრულესად და უწმიდესად ვიხილო სასურველი იგი ჩემი, რომლისა შუაკედელ ჩემდა არს სიზრქე ესე ჴორცთაჲ.

ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ცველთა თავდასხმებისა არ ეშინიათ, რადგან არაფერი აქვთ, რითაც ზიანი მიადგებათ; ქონება არ არის, არის სხეული და სული; თუკი მათ სულს წაართმევენ, ზიანს კი არ მიაყენებენ, არამედ სარგებელს მოუტანენ. რადგან ამბობს: „რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ" (). თავი ყველა ბორკილისაგან გაითავისუფლეს. ჭეშმარიტად, „ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა" ().

5.

იქ არასოდეს არის შესაძლებელი არც გოდების, არც მოთქმის მოსმენა; სუფთაა იმ საზიზღრობათაგან ის ჭერი, სუფთაა ამგვარი ყვირილისგან. რადგან მათ შორისაც კვდებიან; სხეულით უკვდავნი ხომ არ არიან; მაგრამ სიკვდილს სიკვდილად არ ცნობენ. გარდასულებს საგალობლებით მიაცილებენ; ამას გაცილებას უწოდებენ, არა გამოსვენებას. და თუ ეუწყებათ, რომ ესა და ეს გარდაიცვალა, დიდია სიხარული, დიდია სიამოვნება; უფრო სწორად, ვერც კი ბედავს ვინმე თქმას, ესა და ეს გარდაიცვალაო,...

სრულად ნახვა