მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:22

21. რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ.22. ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამის ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი.23. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად,
ფილიპელთა მიმართ თავი 1
22. ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამის ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი.
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამით — ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა (1,22).:

თარგმანი: რაჟამს თქუა "სიკუდილი - შესაძინელ", რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "საწუთროსა ამას ცხორებასა შეასმენს, ვითარცა ბოროტსა", — ამისთჳს ზედა-დაჰრთავს ქებასა ამის ცხორებისასა, ვითარმედ: ნაყოფ საქმისა არს ჴორცთა შინა ყოფაჲ. ესე იგი არს, რამეთუ საწუთროსა ამას შინა მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა მოიგებვის ცხორებაჲ საუკუნოჲ, და ნაყოფნი იგი მერმეთა მათ მოსაგებელთანი აქაჲსა ამის მიერ მოგუეცემიან მუშაკობისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის