მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:18

17. არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა.18. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.19. ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
18. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ, არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისასა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა, ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ (2,16-18).:

თარგმანი: ესე არს სიქადული ყოვლად სანატრელისა მის სულისაჲ, რაჟამს არა ცუდ იქმნეს სრბაჲ იგი სახარებისაჲ, რომელი აჩუენა მან მოწაფეთა თჳსთა ზედა, კეთილად წარმართებულებითა მათითა. ამისთჳს მათთჳს დამაშურალი მათთჳსვე შეიწირვის და წინა-მოასწავებს წამებითა აღსასრულსა თჳსსა, და წინაჲთვე ნუგეშინის-სცემს, რაჲთა არა რაჟამს აწამოს, მაშინ იგინი მწუხარე იქმნენ საქმესა მას ზედა, მისდა ფრიად სახარულსა, რომლისათჳს წინაჲთვე აუწყებს, ვითარმედ: ფრიად მიხარის და თქუენცა გლოცავ, რაჲთა ჩემ თანა გიხაროდის, რამეთუ დაღაცათუ მე დავიკლვი მსხუერპლად წამებითა, არამედ შესაწირავად და ძღუნად ღმრთისა თქუენი ეგე მაქუს სარწმუნოებაჲ საქმეთა მიერ მსახურება ღმრთისა ქმნული; და ვინაჲთგან მე თქუენსა ამას ზედა მხიარულ ვარ ძღუნისა შემწირველობასა. თქუენ ჩემ თანა მხიარულ იყვენით ჩემსა ამას ზედა წამებითა მსხუერპლად ღმრთისა შეწირულობასა, ოდესცა იყოს და რაჟამსცა იქმნეს, უფროჲსღა ოდესცა ინებოს ყოვლისავე სიბრძნით განმგებელმა6 ღმერთმან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის