მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:20

19. ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს.20. რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა.21. რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
20. რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა.
თავი დ̂. ტიმოთესთჳს და ეპაფროდიტესსა, რომელნი მიავლინნა მათდა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულმხიარულად ვცნა თქუენთჳს, რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა, რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა (2,19-21).:

თარგმანი: ვინაჲთგან თავისა თჳსისათჳს წარმოუთხრა მათ განვრცომაჲ სახარებისაჲ, და ვითარმედ სირცხჳლეულ იქმნნეს წინააღმდგომნი, რაჟამს რომლითა-იგი წყურიელ იყვნეს შეიწრებად და შემცირებად ქადაგებასა სახარებისასა, მის მიერ უფროჲს აღმატებულ და განფენილ ყვეს იგი, ამიერითგან თჳსსაცა აუწყებს, ვითარმედ წადიერ არს, რაჲთა ცნას მთთჳს, და ესე ყოს მივლინებითა ტიმოთესითა, ოდესცა ქრისტესა ენებოს. ხოლო თქუა რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს — რაჲთა მეცა სულ-შუებულ ვიქმნე ცნობითა თქუენთჳს; ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარ-ეგე თქუენნი სულნი შუებულ ვყვენ თხრობითა ჩემთჳს, ეგრეთვე მეცა განვიშუა სულითა, რაჟამს მესმეს თქუენთჳს, და ამის თხრობისა მებავთე, ნუუკუე და სხუაჲცა ვინმე მაქუნდა მივლინებად, ხოლო არავინ ესევითარი, ვითარ ტიმოთე, რომელსა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ერთსულ უწოდს, ესე იგი არს, ვითარმედ ვითარ-იგი პავლეს, ეგრეთვე ტიმოთეს საწადელ უჩნდა ცხორებაჲ მორწმუნეთა ქრისტესთაჲ. არათუ სხუათა აგინებს, არამედ ტიმოთეს უმეტესად ადიდებს, ვითარმედ: არავინ სხუაჲ ესრეთ წადიერებით თავს-იდებდა ესოდენისა გზისა დაშრომითა მისლვასა თქუენდა, რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთა განსუენებასა...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სარწმუნოების საქმე და სიყვარულის შრომა:

...თთვის ცნობილი და საკვირველად პატივცემული იყო (რამეთუ ამბობს: „ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას" (), და კვლავ: „რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა" ()); აქ კი თავის გვერდით ასახელებს მას? ჩემის აზრით, იმიტომ, რომ მაშინ მის დაუყოვნებლივ გაგზავნას აპირებდა, და ზედმეტი იყო წერილში იმ კაცის მოხსენიება, ვინც თვით წერილითურთ სულ მალე მიაღწევდა მათამდე; რამეთუ ამბობს: „ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა" (). აქ კი ასე არ იყო, არამედ ტიმოთე უკვე დაბრუნებული იყო, ამიტომაც სამართლიანად მოიხსენია იგი წერილში; რამეთუ ამბობს: „ხოლო აწღა მოვიდა ტიმოთე თქუენით" (). რატომ აყენებს სილოანეს მასზე წინ, თუმცა ტიმოთეზე უთვალავ სიკეთეს მოწმობდა და ყველას წინ მას აყენებდა? ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ტიმოთე ითხოვდა ამას დიდი თავმდაბლობით და ევედრებოდ...

სრულად ნახვა