მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:30

29. შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით,30. რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
30. რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ.
თავი დ̂. ტიმოთესთჳს და ეპაფროდიტესსა, რომელნი მიავლინნა მათდა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით, რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია (2,29-30).:

თარგმანი: ვინაჲთგან გზისა საქმე ღმერთსა მიანდო, ამისთჳს წარვლენილისა, ვითარცა აწვე მისრულისა, შეწყნარებად აწუევს უფლისა მიერითა ძალითა, და განმხიარულებად მისლვისა მისისათჳს. ხოლო პატიოსნად პყრობად მისსა აწუევს, ვითარცა გამოცდილსა ახოვნებითა, რომელმან სიყუარულისათჳს ქრისტესისა არა ხოლო გზისა ჭირი თავს-იდვა ფილიპიაჲთ ჰრომედმდე, არამედ მუნვე ჰრომს ჟამსა მას ოდეს სიკუდილი მოსალოდებელ იყო, ყოვლისათჳს, რომელმან ჰმსახუროს პავლეს პყრობილობასა მას შინა, ანუთუ ეზრახოს მას, ყოველივე შიში შეურაცხ-ყო და კადნიერებით ჰმსახურა მას მირთუმითა საჴმრისაჲთა, და სიკუდილადმდე დადგრომითა მის თანა განსაცდელთა მიმართ მზა ყოფისათჳს.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცოცხალი სიტყვის სახე და მოღვაწეთა შეწევნა:

...ზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“** (). და კვლავ, ეპაფროდიტეზე საუბრისას ამბობს: „რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ“ (). რადგან როგორც მეფეთა საქმეებში პატივში მხოლოდ მებრძოლნი კი არ მონაწილეობენ, არამედ საჭურვლის მცველნიც, და არა უბრალოდ, არამედ ხშირად თანაბარ ჯილდოებსაც იღებენ, თუმცა ხელებიც კი არ გაუსისხლიანებიათ, იარაღი არ აუღიათ და მტერთა წყობა საერთოდ არ უხილავთ; მით უფრო ამ ჭირებში. რადგან ვინც შიმშილით გალეულ მოღვაწეს ეხმარება, ვინც მასთანაა, სიტყვებით შეაგონებს და მთელ დანარჩენ მზრუნველობას უწევს, მოღვაწესთან თანაბარი წილი აქვს.

2. წმინდანთა ხსენება და სასჯელის მაგალითები

ნუ წარმოიდგენ აქ პავლეს, იმ მოღვაწეს, რომელსაც ვერავინ შეერკინებოდა და ვერავინ დაამარცხებდა, არამედ მრავალთაგან რომელიმე სხვას, რომელიც, მრავალი ნუგეში და მრავალი გამხნევება რომ არ შეხვედროდა, ალბათ ვერც დადგებოდა და ვერც იღვაწებდა....

სრულად ნახვა