თარგმანი: ვითარ-იგი ზემო უმეტესად შერაცხვასა მას ორთავე კერძოთა ამცნებს, ეგრეთვე აწ უმჯობესისა ძიებასა ორკერძოვე გუამცნებს ურთიერთას, რამეთუ რაჟამს თითოეულმან თჳსი დაუტეოთ, და მე შენსა უმჯობესსა ვეძიებდე, ხოლო შენ — ჩემსა, და მე შენ უაღრესად შემერაცხო ყოველსავე ზედა, ხოლო შენ — მე, — ესე წესი ანგელოზებრივი არს. ესე წესი ყოველსავე შფოთსა და უწესოებასა განსდევნის და ყოველსავე მშჳდობასა და წესიერებასა შემოიყვანებს ცხორებასა შინა კაცთასა.
3. ნურარაჲთ ჴდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თჳთოეული თავისა თჳსისასა.4. ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი.5. ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ.
ფილიპელთა მიმართ თავი 2