მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:5

4. ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი.5. ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ.6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,
ფილიპელთა მიმართ თავი 2
5. ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ.
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო (2,5-6).:

თარგმანი: ეგულების დაწყებაჲ სიტყუად სიმდაბლისათჳს, და ამისთჳს ქრისტესა შემოიყვანებს სახედ, რაჲთა ვერვინ მოიგონოს თუ შემძლებელ არს ესოდენ დამდაბლებად თავისა თჳსისა, რაოდენ ჩუენთჳს დაიმდაბლა ხატმან მან და ბრწყინვალებამან ღმრთისა მამისამან.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).:

...ა მით სიგლახაკითა განვმდიდრდეთ; და კუალად გუაწუევს ჩუენ მოციქული ბაძვად სიმდაბლესა მისსა და იტყჳს: „ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუს მიერ. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა თავი თჳსი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმცირა და ხატი მონებისაჲ შთაიცუა“.

რაჲმცა იყო უმეტეს ამის სიგლახაკისა, რომელ ღმერთმან კაცებაჲ შეიმოსა? რაჲ უმდაბლეს არს ამისა, რომელ მეუფე ყოველთაჲ ზიარებად ბუნებისა ჩუენისა გარდამოჴდა? მეუფემან მეუფეთამან და უფალმან მან უფლებათამან გლახაკი ესე ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, დამბადებელი ყოველ-თაჲ მოხარკეთა თანა მიწისაგანისა მის მეფისათა აღიწერებოდა, რომელსა ყოველნი დაბადებულნი წამის-ყოფით უპყრიან, ქუაბსა შინა იშვა და ბაგასა პირუტყუთასა მიიწვინა, რამეთუ არა იყო ადგილი სავანესა მას.

მდიდარი იგი წყალობითა, რომლისა წინაშე ბევრისბევრეულნი ანგელოზ-თა მჴედრობანი შიშით ზარგანჴდილნი დგანან, ყოველსავე სიგლახაკესა ჩუენსა შევიდა, ვიდრეღა სიკუდილისაცა გემოჲ იხილა. ჰხედავა ნეფსითისა მის სიგლახაკისა საზომსა? ცხოელმყოფელი ყოველთაჲ და ყოველთა ცხორებისა უფალი განჩინებასა მას მოკუდავისა მთავრისასა დაემორჩილა, მეუფე უზეშთაესთა მათ ძალთაჲ და ზესკნელთა და ქუესკნელთა უფალი ჴელთა მტარვალთასა მ...

სრულად ნახვა