მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:14

13. ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ.14. გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა.15. ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
14. გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა.
თავი ზ̂. მადლობაჲ წარმოცემულისათჳს მისდა საჴმრისა სამსახურებელად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა (4,14).:

თარგმანი: ზემო წარმოთქუა თჳსი არარაჲსა მოქენეობაჲ, რაჲთა დაამდაბლოს ზუაობაჲ მათი, მაღლოოდინ თუ ქმნასა ზედა ქველისსაქმისასა. ხოლო აწ კუალად აქებს, რაჲთა არა დაჴსნილ და უდებ იქმნნენ ქველისმოქმედებისაგან, ესმოდის რაჲ, ვითარმედ მას არარაჲ ეჴმარების, რამეთუ თჳთ ესე მებრ კმა არს აღმძრველად სულთა კეთილისა მიმართ, ისწავონ რაჲ, თუ რაჲთაცა ღონითა შესაძლებელ არს ვისგანცა თანაზიარ ყოფაჲ ჭირთა მათ, რომელნი ქრისტესთჳს შეემთხუეოდეს მოციქულსა, რაჲთა ზიარი ჭირთაჲ ზიარ მოსაგებელთაცა მისთა იქმნეს.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცოცხალი სიტყვის სახე და მოღვაწეთა შეწევნა:

...უ მოისურვებ, შეგიძლია, სტადიონზე არც შესულმა, მისთვის დამზადებულ გვირგვინთა წილისმქონე გახდე: მასთან ყოფნით, ზეთისცხებით, გამხნევებითა და აღძვრით. და რომ ეს მართლაც ასეა, მოისმინე, რას ამბობს სხვაგან წერისას: „გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა“ (); და კვლავ: „რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“ (). და როგორ ეზიარნენ ჭირს არმყოფნი იმასთან, ვინც მათთან არ იმყოფებოდა? როგორ? ამბობს: „რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“ (). და კვლავ, ეპაფროდიტეზე საუბრისას ამბობს: „რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ“ (). რადგან როგორც მეფეთა საქმეებში პატივში მხოლოდ მებრძოლნი კი...

სრულად ნახვა