თარგმანი: მაკედონიაჲ სახელი არს ქუეყნისაჲ მის, რომელსა შინა არს ქალაქი ფილიპიაჲ, სადა-იგი იტყჳს არავისგან სხჳსა, თჳნიერ ფილიპელთაგან ზიარებასა. ხოლო ზიარება ამისთჳს უწოდს მიცემასა საჴმართასა, რამეთუ, ვითარ-იგი სავაჭროსა შინა არს მიცემაჲ და მოღებაჲ, ეგრეთვე — მიცემასაცა შინა ქ'ველისსაქმისასა; რამეთუ მიცემაჲ იქმნების საჴმართა ჴორციელთაჲ, და მოღებაჲ — მადლთა სულიერთაჲ და რომელიცა ვინ იზიაროს ნაქონებთა წარმავალთა, მისსაცა ეზიარების მოსაგებელთა გლახაკობისათა, რომელნი მივლიან მერმესა მას. რამეთუ ესე ცხადად შესწავებულ არს, ვითარმედ ყოველთა მიმართ ჯერ-არს ქმნაჲ მოწყალებისაჲ თუალუხუავად, ესრეთ, რაჲთა უკუეთუ ვინმე ვიხილოთ უღონოჲ სიგლახაკითა და ვერ ღირსთა და პატიოსანთაგანი ცხორებითა, ნუ თანა-წარვჰჴდებით მას უღირსებისათჳს სულიერისა, და მივსცემთ კაცთა წმიდათა და პატიოსანთა, რომელნი უნაკლულო იყვნენ საზრდელისაგან ჴორციელისა, არამედ მიერ კერძო გარდავჰმატოთ ქველისსაქმე ჩუენი, სადაჲთცა ვიხილოთ უმეტესი უღონოებაჲ და სიგლახაკე. ხოლო ესე კუალად დიდი ქებაჲ არს ფილიპელთაჲ; ვითარ არა ხოლო მათ შორის მყოფსა, არამედ შორიელსაცა ჰმსახურებდეს მოციქულსა, და...
ფილიპელთა მიმართ 4:15
14. გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა.15. ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ.16. რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4