მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:16

15. ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ.16. რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ.17. არა თუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
16. რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ.
თავი ზ̂. მადლობაჲ წარმოცემულისათჳს მისდა საჴმრისა სამსახურებელად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ, რამეთუ თესალონიკედცა ხოლო ერთგზის და ორგზისცა საჴმარად ჩემდა მომიძღუანეთ (4,15-16).:

თარგმანი: მაკედონიაჲ სახელი არს ქუეყნისაჲ მის, რომელსა შინა არს ქალაქი ფილიპიაჲ, სადა-იგი იტყჳს არავისგან სხჳსა, თჳნიერ ფილიპელთაგან ზიარებასა. ხოლო ზიარება ამისთჳს უწოდს მიცემასა საჴმართასა, რამეთუ, ვითარ-იგი სავაჭროსა შინა არს მიცემაჲ და მოღებაჲ, ეგრეთვე — მიცემასაცა შინა ქ'ველისსაქმისასა; რამეთუ მიცემაჲ იქმნების საჴმართა ჴორციელთაჲ, და მოღებაჲ — მადლთა სულიერთაჲ და რომელიცა ვინ იზიაროს ნაქონებთა წარმავალთა, მისსაცა ეზიარების მოსაგებელთა გლახაკობისათა, რომელნი მივლიან მერმესა მას. რამეთუ ესე ცხადად შესწავებულ არს, ვითარმედ ყოველთა მიმართ ჯერ-არს ქმნაჲ მოწყალებისაჲ თუალუხუავად, ესრეთ, რაჲთა უკუეთუ ვინმე ვიხილოთ უღონოჲ სიგლახაკითა და ვერ ღირსთა და პატიოსანთაგანი ცხორებითა, ნუ თანა-წარვჰჴდებით მას უღირსებისათჳს სულიერისა, და მივსცემთ კაცთა წმიდათა და პატიოსანთა, რომელნი უნაკლულო იყვნენ საზრდელისაგან ჴორციელისა, არამედ მიერ კერძო გარდავჰმატოთ ქველისსაქმე ჩუენი, სადაჲთცა ვიხილოთ უმეტესი უღონოებაჲ და სიგლახაკე. ხოლო ესე კუალად დიდი ქებაჲ არს ფილიპელთაჲ; ვითარ არა ხოლო მათ შორის მყოფსა, არამედ შორიელსაცა ჰმსახურებდეს მოციქულსა, და...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცოცხალი სიტყვის სახე და მოღვაწეთა შეწევნა:

...ძვრით. და რომ ეს მართლაც ასეა, მოისმინე, რას ამბობს სხვაგან წერისას: „გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა“ (); და კვლავ: „რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“ (). და როგორ ეზიარნენ ჭირს არმყოფნი იმასთან, ვინც მათთან არ იმყოფებოდა? როგორ? ამბობს: „რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“ (). და კვლავ, ეპაფროდიტეზე საუბრისას ამბობს: „რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ“ (). რადგან როგორც მეფეთა საქმეებში პატივში მხოლოდ მებრძოლნი კი არ მონაწილეობენ, არამედ საჭურვლის მცველნიც, და არა უბრალოდ, არამედ ხშირად თანაბარ ჯილდოებსაც იღებენ, თუმცა ხელებიც კი არ გაუსისხლიანებიათ, ი...

სრულად ნახვა