თარგმანი: ესენი ცოლნი იყვნეს ფრიად წარჩინებულთა ვიეთნიმე, რომელთაჲ სათნოდ მოქალაქობაჲ თჳთ ეხილვა მოციქულსა, და მასვე წესსა ზედა ყოფად ჰლოცავს და ევედრების შეუცვალებელ ყოფად კეთილისა წესიერებისაგან.
1. ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნო და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დეგით უფლისა მიერ, საყუარელნო.2. ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ;3. ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.
ფილიპელთა მიმართ თავი 4