...ასევე სამუელსაც, როცა დავითის საცხებლად იყო გაგზავნილი, უფალმა უთხრა: „ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს" (). ეს არცოდნაც ღვთის დიდი მზრუნველობით ხდება.
როგორ და რა სახით? როგორც თვით წმინდანების, ისე იმათი გულისთვის, ვინც მათ ერწმუნებოდა. როგორც დევნათა მოხდენასაც უშვებს, ასევე უშვებს, რომ წმინდანებმა მრავალი რამ არ იცოდნენ, რათა სიმდაბლეში დარჩნენ. ამიტომაც პავლე ამბობდა: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო" (); და კიდევ, რათა სხვებსაც დიდი რამ არ წარმოედგინათ მის შესახებ. რადგან, თუ სასწაულების გამო ისინი ღმერთებად იქნენ შერაცხილნი, მით უფრო შეირაცხებოდნენ, თუკი განუწყვეტლივ ყოველივეს მცოდნედ დარჩებო...