...ა და სულიერი საზრდო ესაჭიროება, რათა, ამით განმტკიცებული, ხორცის ამბოხს წინ აღუდგეს და იმ ბრძოლას გაუძლოს, რომელიც მუდამ გვემუქრება და ჩვენს სულს ტყვეს ხდის, თუნდაც მცირე ხნით მოვინდომოთ უზრუნველობას მიცემა. ამიტომაც წინასწარმეტყველმა დავითმა ნეტარი უწოდა მას, ვინც უფლის „შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" (). და ნეტარი მოსე, იუდეველ ხალხს რომ ასწავლიდა, ამბობს: როცა „ჰჭამდე" და სვამდე „და განსძღებოდე", მოიხსენე „უფალი ღმერთი შენი" (). ხედავ, როგორ სწორედ მაშინ, ესე იგი, საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით უნდა მივიტანოთ სულიერი საზრდო, რათა სული, ხორციელი საკვებით გაძღომის შემდეგ მოდუნებული, არ დაიღუპოს და ეშმაკის მზაკვრობას ადგილი არ მისცეს, რომელიც ყოველ ჟამს ჩვენთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენებას ცდილობს. იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა" მოიხსენე უფალი ღმერთი შენი (). ხედავ, რომ არცერთ ჟამს არ უნდა განვდევნოთ სულიდან ეს მოხსენიება (ღვთისა), არამედ მტკიცედ ვიცავდეთ სინდისში, მუდმივ სიფხიზლეში ვიყოთ და არასოდეს მოვისვენოთ, არამედ, მტრის მძვინვარების მცოდნენი, ფხიზლ...
ფსალმუნნი 1:2
1. ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა2. და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.3. და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველივე, რაცა ყოს, წარემართოს მას.
ფსალმუნნი თავი 1