...სწორედ ამის გამო დავითიც გამუდმებით ამას სათნოებად წარმოაჩენს — ასეთი კრებულებისგან გაქცევას; უფრო მეტიც, მთელი წიგნიც აქედან იწყება, როცა ამბობს: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა“ (). სწორედ ამიტომ ხედავ მას ყოველთვის გონიერად განწყობილს საკუთარი ცოდვების მიმართ. როცა ხალხი აღრიცხა, ამბობდა: „მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან“ (). არ უთქვამს: „რა მოხდა, რომ აღვრიცხე?“ არამედ საკუთარ თავს სდებს მსჯავრს და ამიტომ შენდობასაც იღებს. რადგან არაფერს ძალუძს ისე მოწყალედ განაწყოს ღმერთი, როგორც საკუთარი ცოდვების აღიარებას. საკუთარი ცოდვების აღიარება კი მაშინ მოხდება, თუ გავექცევით იმ კრებულებს, რომლებიც ცოდვებიდან მომდინარე შიშს ადუნებენ და მცონარებაში გვაგდებენ.
ამ...