...იყო. რაკი ეს ასეა, ეჭვი ნუ შეგეპარება, რომ მას ქრისტე, ანუ ცხებული, უწოდო; რადგან აბრაამსაც ცხებული ეწოდებოდა და წინასწარმეტყველებსაც, მაგრამ ყველა ზეთით არ ცხებულა; როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ“ (). როდის მოხდა ქრისტეს ცხება? მაშინ, როცა სული, მტრედის სახით, მასზე მოვიდა.
თანაზიართ კი აქ ყველა სულიერს უწოდებს, როგორც იოანე ამბობს: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ“ (); მის შესახებ კი: „რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული“ (). და კვლავ: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა“ (). ხოლო ქრისტეზე სულის ნაწილი კი არ მოვიდა, არამედ მთელი სული მოვიდა; ამიტომაც თქვა: „რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული“ ()....