...სი დადუმნა, და არცა თუ კუალი ღელვისაჲ იპოებოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“. და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან თქუა მამისათჳს, ესე აწ ძემან ქმნა შეუცვალებელად. რამეთუ რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი მამისათჳს? - „თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარისაჲ, და ამაღლდეს ღელვანი მისნი“; და მერმე იტყჳს: „გარდააქცინა ნიავქარნი მათნი ნიავად“. ეგრეთვე აქა მიშუებითა მისითა აღიძრნეს ღელვანი იგი. კუალად ბრძანა, და „იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“. ამისთჳსცა უკ-ჳრდა მათ და იტყოდეს: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?“ ხოლო აწ ჩუენცა, მორწმუნენო, გულისჴმა-ვყოთ, ვითარ-ესე დღი-თი-დღე ვიღელვებით და ვიგუემებით ნიავქართა მათგან ცოდვისათა და ღელვისაგან ვნებათაჲსა; და ნავნი სულთა ჩუენთანი დაიფარვიან ღელვათაგან, რამეთუ არსვე წოდებულ მრავალთაგან სოფელი ესე ზღუად და შფოთნი იგი და აღძრვანი მისნი ღელვად. აწ უკუე შეუვრდეთ უფალსა და ვღაღატ-ყოთ ცრემლით და სულ-თქუმით: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით! ამას ჴმასა კაცად-კაცადი დაუცხრომელად სიღრმეთაგან გულისა თჳსისათა ჴმობდინ უფლისა მიმართ, რაჲთა ისმინოს სახიერმან მან და მოწყალემან და შეჰრისხნეს ქართა მა...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,2. თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი3. აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ.4. შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისა არა პოეს;5. ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი7. და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა.8. აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,9. რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,10. მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა,11. რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვა მაღლისა განარისხეს;12. და დამდაბლდა შრომითა გული მათი, მოუძლურდეს და არა ვინ იყო მწე მათდა.13. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი14. და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა.15. აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,16. რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.17. შეეწია მათ გზისა მისგან უსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;18. ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.19. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნა იგინი.20. მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნნა იგინი და იჴსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.21. აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,22. და შეწირედ მისა მსხუერპლი ქებისა და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით.23. რომელნა შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა,24. მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკჳრველებანი მისნი ღრმათა შინა.25. თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარსა, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;26. აღვლენან ცამდე, შთავლენან უფსკრულამდე; და სული მათი ძჳრთა შინა დადნებოდა,27. შეშფოთნეს და შეძრწუნდეს, ვითარცა მთრვალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა.28. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი.29. და უბრძანა ნიავქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;30. და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა.31. აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა.32. აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.33. დასხნა მდინარენი ოჴრად და გამოსავალნი წყალთანი - წყურიელად,34. ქუეყანა ნაყოფიერი - ბიცად უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა.35. დადვა უდაბნო ტბად წყალთა და ქუეყანა ურწყული - გამოსადინელად წყალთა;36. დაამკჳდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალიქები საყოფელად მათდა,37. და ითესეს ყანები და დაასხეს ვენაჴები და ყვეს ნაყოფი იფქლისა.38. და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.39. და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძჳრთასა და სალმობისა.40. მიეფინა შეურაცხებაჲ მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არაგზასა.41. და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა, ვითარცა ცხოვარსა, ტომებსა მათსა.42. იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უსჯულოებამან დაიყოს პირი თჳსი.43. ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისჴმა-ყუნეს წყალობანი უფლისანი? დიდება