მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 11:7

6. ჭირისათჳს გლახაკთასა და სულთქმისათჳს დავრდომილთასა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი, დავდვა ცხორებაჲ და განვცხადნე მას ზედა.7. სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდ წილად.8. შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 11
7. სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდ წილად.
ფსალმუნი 11-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი“ (). სხვა: „გამარჯვების მომნიჭებელს, მერვისათვის.“ ებრაელი კი ამბობს: „ასემინით.“

„მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტნი ძეთა კაცთაგან.“ (). სხვა: „რამეთუ მოაკლდნენ სარწმუნონი ძეთა კაცთაგან.“

1. სათნოება და ჭეშმარიტება კეთილთა სიმცირეში

სათნოება ძნელია და თავისთავადაც ძნელად აღსასრულებელი; მით უმეტეს, როდესაც სათნოების აღმასრულებელი კეთილ კაცთა სიმცირეში იმყოფება. როგორც მგზავრობა შრომას მოიტანს, ბევრად უფრო მეტად კი მაშინ, როცა მგზავრი მარტოა და არავინ ჰყავს გზის თანაზიარი, სწორედ ასევეა აქაც. რადგან ძმათა თანაზიარება და ნუგეში მცირე რამ არ არის. ამიტომაც პავლე ამბობს: „და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა“ (). <span...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ველგვარ სიზუსტეს იჩენენ, თუმცა ხედვით იციან, რა არის ნამდვილად მიწა და რა არის ნამდვილად ოქრო. საღმრთო წერილში კი ასე არ არის. რადგან აქ ოქრო მიწასთან შერეული არ დევს წინ, არამედ წმინდა ოქროა, „ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით“ (). რადგან საღმრთო წერილები არ არის საბადოები, რომ დამუშავებას საჭიროებდეს, არამედ მათგან გამომავალი სიმდიდრის მაძიებელთათვის მზა საუნჯეს იძლევიან. რადგან მხოლოდ ჩახედვაც კმარა, რათა ყოველგვარი სარგებლით აღვსილნი წავიდეთ; მხოლოდ გახსნაც კმარა და მაშინვე ვიხილავთ ქვათა ბრწყინვალებას.

ეს ჩემგან უბრალოდ არ თქმულა და სიტყვაც შემთხვევით არ გამიგრძელებია; არამედ იმიტომ, რომ არსებობენ ისეთი უხეში ადამიანები, რომლებიც, როცა საღმრთო წიგნებს ხელში აიღებენ და შემდეგ წლების რიცხვს ან სახელთა ჩამონათვალს ნახავენ, მაშინვე გვერდს უვლიან და მათ მხილებლებს ეუბნებიან: „მხოლოდ სახელებია და სასარგებლო არაფერს შეიცავს“. რას ამბობ? ღმერთი მეტყველებს, და შენ ბედავ თქმას, რომ ნათქვამთაგან სასარგებლო არა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:14-19 — ტალანტების დარიგება და გამრავლება:

...ხავ კაცს ნიჭიერსა და ენერგიულს, რომელიც თავის ნიჭიერებას ბოროტად - საკუთარი მოგების, ცბიერებისა და მიწიერი საქმეებისათვის იყენებს, ჩათვალე, რომ მან ტალანტი მიწაში ანუ მიწიერ საქმეთა შინა ჩაფლა. დიდი ხნის შემდეგ მოვა მბოძებელი ვერცხლისა ანუ ღმრთეებრივი სიტყვისა, რამეთუსიტყუანი უფლისანი არიან ვეცხლ გამოჴურვებულ (), ან სხვა რომელიმე ნიჭისა, რომელიც ვინც მას ფლობს, განაბრწყინვებს და განადიდებს, და მიღებულისათვის ანგარიშს მოსთხოვს.

25:20-30 — ანგარიშსწორება მონებთან

**20-30. და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შ...

სრულად ნახვა