მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 113:7

6. მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი?7. პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,8. რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა.
ფსალმუნნი თავი 113
7. პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.“ ().

1. ეგვიპტიდან გამოხსნა და ღვთის მეფობა

აქ იგი ღვთის დიდ სიმშვიდესა და სიტკბოებას მოწმობს. რას გულისხმობს ამით? იმას, რომ ჯერ თავისი ძალის მტკიცებულებებს იძლევა და მხოლოდ შემდეგ ითხოვს თაყვანისცემას. ამას ცხადყოფდა, როცა ამბობდა: „გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით“ (), „იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა“ (). რადგან მაშინ, ამბობს იგი, თავისი ძალა ეგვიპტესა და უდაბნოში მომხდარი ნიშნებით აჩვენა; მაშინვე ხალხიც თავისიანად გაიხადა. ესვე გააკეთა ადამთანაც.

რადგან ჯერ შექმნა ქვეყნიერება, აჩვენა თავისი სიბრძნისა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სახეობრივი იარაღი და ქრისტეს ძლევა:

...გეს.

მაგრამ ესეც კვლავ უხეში გამოთქმაა; ამიტომ მრავალ ადგილას ამბობს: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ (). და კვლავ: „პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა“ (). მაგრამ ესეც უხეში გამოთქმაა. მოისმინე უფრო ამაღლებული სიტყვა: „ყოველივე, რაც ინება, მოიმოქმედა“ ()1, რადგან მისთვის საკმარისია მხოლოდ ნება. დააკვირდი, როგორ აჩვენებს ამ უფრო უხეშ გამოთქმებშიც, რომ ღმერთს არაფერი სჭირდება. რადგან ჯერ იარაღი არ უხსენებია, ვიდრე მას ძლიერს არ უწოდა; და კვლავ, იარაღის ჩამოთვლის შემდეგ, მთელი გამარჯვება მის მარჯვენას მიაწერა, ესე იგი, მის ბუნებასა და მის ძალას. ამასვე სხვა წინასწარმეტყველიც აცხადებდა: „რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა“ (...

სრულად ნახვა