მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 135:5

4. რომელმან ქმნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.5. რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.6. რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
ფსალმუნნი თავი 135
5. რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.“ ().

1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე

ზემოთ ადამიანებისადმი ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილისყოფაზე რომ თქვა, ახლა მისი წყალობის სიდიდეზეც საუბრობს: არ ზომავს მას, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ სურს, უსასრულობით წარმოაჩინოს მისი სიდიადე; ყველას დიდებისმეტყველებისკენ მოუწოდებს, უხმობს და ამბობს: „აუარებდით უფალსა“ (), ესე იგი, ჰმადლობდეთ და აქებდეთ მას. „რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი“ (). რას ნიშნავს: „უკუნისადე“ ()? იგი იმას არ ამბობს, თითქოს ღმერთი ხან კეთილს გვიყოფდეს და ხან უკან იხევდეს, ან ხან იწყალებდეს და ხან წყვეტდეს, როგორც ადამიანებთან ხდება: მათ ხან ვნება აბრკოლებს, ხან შესაძლებლობათა სიმცირე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის