მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 135:7

6. რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ...7. რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან,8. მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უ...
ფსალმუნნი თავი 135
7. რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან,
ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.“ ().

1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე

ზემოთ ადამიანებისადმი ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილისყოფაზე რომ თქვა, ახლა მისი წყალობის სიმრავლეზეც საუბრობს: არ ზომავს მას, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ სურს, უსაზღვროებით წარმოაჩინოს მისი სიდიადე; და ყველას დიდებისმეტყველებისკენ მოუწოდებს, უხმობს და ამბობს: „აუარებდით უფალსა“ (), ესე იგი, ჰმადლობდეთ და აქებდეთ მას. „რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი“ (). რას ნიშნავს: „უკუნისადე“ ()? იგი ამბობს: ღმერთი ხან კეთილს არ გვიყოფს და ხან უკან არ იხევს; არც ხან იწყალებს და ხან წყვეტს, როგორც ადამიანებთან ხდება, რომლებიც ვნებით დაბრკოლდებიან, უძლურებით შეწყდებიან, სხვისი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის