მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 148:9

8. ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;10. მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
ფსალმუნნი თავი 148
9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).:

...უენოს სიბრძნე თჳსი და გარდამატებულებაჲ ძალისა მისისაჲ, რაჲთა ყოვლით კერძო დიდებაჲ მისი გულისჴმა-ვყოთ, რამეთუ არა ხოლო თუ „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“, არამედ ქუეყანაჲცა, ვითარცა დავით იტყჳს, ვითარმედ: „აქებდით უფალსა ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი“. რამეთუ ზოგნი იგი ნაყოფთა მიერ და ზოგნი სიდიდისაგან და ზოგნი შუენიერებისაგან, სხუანი სურნელებისაგან, სხუანი სიტკბოებისაგან, სხუანი სხჳთა სახითა და სხუანი სხჳთა აჩუენებენ სიბრძნესა ღმრთისასა და უსიტყუელითა ჴმითა ქადაგებენ დიდებასა მისსა და შესწირვენ მისსა ქებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რაჲ-თამცა არა ესმა ჴმაჲ მათი“. და მოციქული ღაღადებს, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და დიდებაჲ“.

რამეთუ ესეცა მებრ დიდად გულისჴმა-გჳყოფს მიუთხრობელსა მას სიმდიდრესა სიბრძნისა მისისასა, ოდეს მივხედნეთ, თუ უნდოთა მათ და არარათა ყუავილთა, რომელნი დღეს არიან და ხვალე ცეცხლად მიეცემიან ანუ დაჭნებიან და წარვლენ, ვითარ ესოდენი მიჰფინ...

სრულად ნახვა