...თა უკჳრდა ამის საქმისათჳს და იტყოდეს ესრეთვე, და კუალად პავლეცა მოციქული ამასვე იტყჳს განკჳრვებით. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ერი, რომელი არა ვიცოდე, მემონა, მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინა ჩემი; შვილნი უცხო-თანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთესლთანი განჰკრთეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან“; და კუალად: „რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ იგი, და რომელთა არა ასმიოდა იგი, გულისხმა-ყონ“. ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ვთქუათ? რამეთუ წარმართნი რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, პოვეს სიმართლჱ. და ისრაჱლი სდევდა სიმართლესა, და შჯულსა სიმართლისასა ვერ მიიწია“. და არსცა საკჳრველ, თუ ვითარ, რომელნი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა წიგნებსა შინა აღზრდილ იყვნეს და მარადღე მოსჱსგან ესმოდა ქრისტჱსთჳს და სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგან და თავადსაცა ქრისტეს ჰხედვიდეს მარადღე მოქმედად სასწაულთა მათ, და მათ ოდენ ასწავებდა და არა შეუნდობდა მოწაფეთა წარმართთა მიმართ წარსლვად და არცა ქალაქად სამარიტელთა შესლვად; და არცა თავადი იქმოდა ამას, არამედ მარადის იტყოდა, ვითარმედ: „ცხოვართათჳს წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა მოვლინებულ ვარ“....
ფსალმუნნი 17:44
43. და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიჴაჲ უბნისა დავთრგუნნე იგინი.44. მიჴსნე მე მჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა;45. ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი;
ფსალმუნნი თავი 17