მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 18:4

3. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.4. არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.5. ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.
ფსალმუნნი თავი 18
4. არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.
სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი (ფსალმ. 18,4)

დღეს ჩვენ, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობდით ხსენებასა წმიდა თავთა მოციქულთასა პეტრე და პავლესა, და არა თუ მხოლოდ ჩვენ, არამედ ურცხვნი მორწმუნენი ყოველთა ადგილთა შინა, სადაცა კი იხსენება სჯული ქრისტესი, დღეს, შეკრებილნი ტაძართა შინა, აქებენ, ადიდებენ და თაყვანისცემენ წმიდათა ამათ მოციქულთა. ორი ათასი წელი გავიდა თითქმის მასუკან, რაც იგინი სცხოვრებდენ ქვეყანასა ზედა, გარნა ხსენება მათი, არა თუ არ მოისპო კაცთა შორის, არამედ უმეტესად გავრცელდა. რა არის მიზეზი ამისა? ვინ იყვნენ იგინი? რა ჰქმნეს იმის ღირსი? რით დაიმსახურეს ეგოდენი პატივი? იქნება, იგინი წინაპარობით, ანუ შთამომავლობით იყვნენ დიდებულნი? არა! პეტრე იყო უბრალი კაცის შვილი და თვითონაც მეთევზე; პავლეც დაბალი კაცის შვილი, და ხელოვნებით კარვის მკერავი. ანუ, იქნება, იგინი იყვნენ ერთობ მდიდარნი, ღონიერნი და მძლავრნი? არა! იგინი იყვნენ ღარიბნი და საწყალნი. ანუ, იქნება, იგინი იყვნენ ერთობ სწავლულნი, მაღალნი ფილოსოფოსნი? არცა ესა! პეტრე სრულიად უსწავლელი იყო, პავლემ იცოდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).:

...სიდიდისაგან და ზოგნი შუენიერებისაგან, სხუანი სურნელებისაგან, სხუანი სიტკბოებისაგან, სხუანი სხჳთა სახითა და სხუანი სხჳთა აჩუენებენ სიბრძნესა ღმრთისასა და უსიტყუელითა ჴმითა ქადაგებენ დიდებასა მისსა და შესწირვენ მისსა ქებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რაჲ-თამცა არა ესმა ჴმაჲ მათი“. და მოციქული ღაღადებს, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და დიდებაჲ“.

რამეთუ ესეცა მებრ დიდად გულისჴმა-გჳყოფს მიუთხრობელსა მას სიმდიდრესა სიბრძნისა მისისასა, ოდეს მივხედნეთ, თუ უნდოთა მათ და არარათა ყუავილთა, რომელნი დღეს არიან და ხვალე ცეცხლად მიეცემიან ანუ დაჭნებიან და წარვლენ, ვითარ ესოდენი მიჰფინა სიკეთე და შუენიერებაჲ.

გულისჴმა-ყავ უკუე, კაცო, უკუეთუ თივათა ველისათა ესოდენი შუენიერებაჲ მისცა გარეშე საჴმრისაცა (რამეთუ რად ეჴმარების თივათა ესოდენი სიკეთე ყუავილოვნობისაჲ), ვითარ შენ არა მოგცეს, რომელი იცოდის, თუ საჴმარ არს შენდა? უკუეთუ ყოველთა უდარესი იგი ესრეთ შეამკო, შენ, რომელი ყოველთა უპატიოსნეს ხარ, არა გიღუაწოსა, რომელი იცოდის, თუ საჴმარ არს შენდა და ჯეროან?

ამისთჳსცა ვინაჲთგან ესრ...

სრულად ნახვა