1.დასასრულსა, ფსალმუნი დავითის2.ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.3.დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.4.არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.5.ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.6.მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.7.ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.8.შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ-ყვნიან ყრმანი.9.სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე.10.განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.11.გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა.12.და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, და დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.13.შეცოდებანი ვინმე გულისჴმა-ყუნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე.14.და უცხოთაგან იცევ მონა შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.15.და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო.
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთასოფლისათა სიტყვანი მათნი (ფსალმ. 18,4)
დღეს ჩვენ, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობდით ხსენებასა წმიდა თავთა მოციქულთასა პეტრე და პავლესა, და არა თუ მხოლოდ ჩვენ, არამედ ურცხვნი მორწმუნენი ყოველთა ადგილთა შინა, სადაცა კი იხსენება სჯული ქრისტესი, დღეს, შეკრებილნი ტაძართა შინა, აქებენ, ადიდებენ და თაყვანისცემენ წმიდათა ამათ მოციქულთა. ორი ათასი წელი გავიდა თითქმის მასუკან, რაც იგინი სცხოვრებდენ ქვეყანასა ზედა, გარნა ხსენება მათი,...
მოციქულისაჲ: რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და საყრდისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ (1,20).:
...თანა დაუწყებელ, არამედ დასაბამსავე სოფლისასა ქმნულ არიან უხილავად, არამედ ხილულთა ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვებისუხილავობაჲ მათი, ესე იგი არს გონებითა გულისჴმა-იყოფების, რამეთუ ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა () დ[... ...ხოლო]დ სახილველობითა ოდენ, რაჲთა, რაჟამსცაჲ იხილო, უეჭუელად გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ არიან მას შინა ღმრთისმსახურნი და ესრეთ, ხილულისა მისგან დაბადებულისა უხილავნი იგი ძალნი გონებითა იხილნე, და ესრეთ, ხილულთა მიერ და უხილავთა განისწავლო ცნობად დამბადებელისა. და ამათისა დაწყებულობისა და რომელთამე განხრწნადობისაგანცა გეუწყოს მისი დაუსაბამოჲ და სამარადისოდ დაუსრულებელი ძლიერებაჲ, ღმრთისა ყოველთა მცვალებელსა და თჳთ ყოველსავე მინა უცვალებელისაჲ.
მოციქულისაჲ: რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს-მგებელ, რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას გინა ჰმადლობდეს (1,20-21).
თარგმანი: ესე არა ამისთჳს ყო ღმერთმან, რაჲთა სიტყუაჲ მიუღოს მათ, არამედ ამისთჳს, რაჲთა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).:
რაჲსათჳს მისცა შროშანთა ველისათა ესოდენი შუენიერებაჲ? რაჲთა აჩუენოს სიბრძნე თჳსი და გარდამატებულებაჲ ძალისა მისისაჲ, რაჲთა ყოვლით კერძო დიდებაჲ მისი გულისჴმა-ვყოთ, რამეთუ არა ხოლო თუ „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“, არამედ ქუეყანაჲცა, ვითარცა დავით იტყჳს, ვითარმედ: „აქებდით უფალსა ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი“. რამეთუ ზოგნი იგი ნაყოფთა მიერ და ზოგნი სიდიდისაგან და ზოგნი შუენიერებისაგან, სხუანი სურნელებისაგან, სხუანი სიტკბოებისაგან, სხუანი სხჳთა სახითა და სხუანი სხჳთა აჩუენებენ სიბრძნესა ღმრთისასა და უსიტყუელითა ჴმითა ქადაგებენ დიდებასა მისსა და შესწირვენ მისსა ქებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რაჲ-თამცა არა ესმა ჴმაჲ მათი“. და მოციქული ღაღადებს, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და დიდებაჲ“.
რამეთუ ესეცა მებრ დიდად გულისჴმა-გჳყოფს მიუთხრობელსა მას სიმდიდრესა სიბრძნისა...