მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 21:7

6. შენდამი ღაღადებდეს და ცხონდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.7. ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.8. ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.
ფსალმუნნი თავი 21
7. ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ობ სიმდაბლისათჳს და ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა:

...და საქმენი და საყოფელნი - ყოველნივე ზუაობად მიგჳზიდავს, გარნა არავე გუაქუს ამისგან მიზეზი განმამართლებელად ზუაობისა ჩვენისა; რამეთუ აბრაჰამ შორის ქანანელთა იყო და შეერაცხა თავი თჳსი მიწად და ნაცრად; და დავით მეფობასა შინა იყო და იტყოდა: „მატლ ვარ და არა კაც“; და პავლე ყოვლისავე სოფლისა მოძღუარი იყო და იტყოდა: „მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად“.

აწ უკუე რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელნი არცა ძუელთა სახეთა სათნოებისათა ვჰბაძავთ, არცა ახალთა ვეშურებით? აღმოიკითხენ, კაცო, წერილი და მიიღენ სახენი სიმდაბლისანი ყოველთაგან წმიდათა. უკუეთუ არა უწყით წერილი, არცა გასმიეს წიგნთაგან სათნოებანი პირველ-თა მათ წმიდათანი, ესე მებრ ბრალობაჲვე არს შენი, რომელ ეკლესიაჲ დღითი-დღე განღებულ არს, და შენ არა შეხუალ სმენად კეთილთა მათ თხრობათა. თჳნიერ დაღაცათუ პირველთა წმიდათა საქმენი არა გასმიენ, ცხოელნი ესე და აწვე სოფელსა შინა მყოფნი იხილენ. უკუეთუ არა გაქუს წინამძღუარი, მოედ, შემომიდეგ მე, და მიგიყვანო სავანესა მათ წმიდა-თასა. მივედ მუნ და ისწავე კეთილი. სანთელნი არიან იგინი, განმანათლებელნი სოფლისანი, ზღუდენი არიან მორწმუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კე ვითარმედ ჯერ-არს მარადის მადლობაჲ ღმრთისაჲ:

...მარიტად საზომი თჳსი, რომელსა შეერაცხას არარად თავი თჳსი, ვითარცა აბრაჰამ და დავით და სხუათა ყოველთა წმიდათა, ოდეს მიიწინეს სიმაღლედ სათნოებისა, მაშინ უფროჲსად დააკნინეს თავნი მათნი. და აბრაჰამ „მიწა და ნაცარ“ უწოდა თავსა თჳსსა, ხოლო დავით - „მატლ და არა კაც“; და ესაია იხილა რაჲ უფალი, ღა-ღატ-ყო: „ჵ უბადრუკსაო!“ და ყოველნი წმიდანი ესრეთ აბრალებენ თავ-თა თჳსთა, ხოლო ზუავთა და ანპარტავანთა ყოლადვე არა იციან საზომი თჳსი. და რომელმან თავი თჳსი არა იცოდის, მან სხუაჲ რაჲმცა იცოდა? ესევითარი იყო იგი, რომელმან თქუა: „დავდგა საყდარი ჩემი მაღალთა ზედა“, ვინაჲთგან თავი თჳსი არა იცოდა, თუ ვინ არს. ამისთჳს სრულიად უგუნურ იქმნა. არამედ არა ესრეთ იყო პავლე. ამისთჳს ნარჩევად ყოველთა უწესს თავსა თჳსსა და არაღირსად მოციქულებასა ესოდენთა მათ კეთილთა მისთა ზედა. მას უკუე ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო. ხოლო ესე წარვჰმართოთ, უკუეთუ განვეშორნეთ საქმეთა და ზრუნვათა სოფლისათა; რამეთუ არარაჲ ესრეთ დაგუაბრკოლებს ცნობად თავთა თჳსთა, ვითარ შემსჭუალვაჲ სოფლისა საქმეთა, და არარაჲ ესრეთ შეგუამსჭუალავს სოფლისა საქმეთა, ვითარ უ...

სრულად ნახვა