...ოველი იქმნეს“? არა თუ მის ნათესავისათჳს იტყჳს, რომელი მაშინ იყო, არამედ ნათესავისათჳს მორწმუნეთაჲსა; რამეთუ ესე წეს არს წმიდათა წერილთა შინა, რაჲთა ნათესავსა არა ხოლო თუ ჟამთასა სახელ-სდებდეს, არამედ სარწმუნოებისაგანცა და მოქალაქობისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა“. და კუალად იტყჳს: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“. რამე-თუ ვითარცა ზემო თქუა უფალმან, ვითარმედ: „ჯერ-არს ყოფად“, და კუალად თქუა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა“, ეგრეთვე აქა მოასწავებს, ვითარმედ უეჭუელად ყოფად არს, რაჲ-ესე თქუა, და ეგოსვე ნათესავი მორწმუნეთაჲ და არცა ერ-თისაგან ძნელოვანთა მათ საქმეთაჲსა დაიჴსნას; არამედ იერუსალჱმიცა მოოჴრდეს, და უმრავლესნი ჰურიათანი უჩინო იქმნენ, მოწყუედილნი ფერად-ფერადითა სიკუდილითა, ხოლო ნათესავსა მას ქრისტეანეთასა ვერარაჲ მძლე ექმნას, ვერცა დაჴსნას ვერცა სიყმილმან, ვერცა სრვამან, ვერცა ძრვამან, ვერცა მოოჴრებამან ქალაქთამან, ვერცა ქრისტემტყუვართა და მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა, ვერცა მიცემამან ჭირ...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.2. რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი.3. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?4. უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა.5. ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.6. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.7. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.8. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა?9. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.10. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფჱ დიდებისა. დიდება