მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 4:7

6. შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა. მრავალთა თქუან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი?7. გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო. მოეც სიხარული გულსა ჩემსა,8. ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.
ფსალმუნნი თავი 4
7. გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო. მოეც სიხარული გულსა ჩემსა,
ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.“ ().

1. სიმართლე და ლოცვის შესმენის კადნიერება

წინასწარმეტყველი ამას იმისთვის კი არ ამბობს, რომ მხოლოდ ის გავიგოთ, რომ იგი შესმენილ იქნა, არამედ იმისთვის, რომ ვისწავლოთ, როგორ შევძლებთ ჩვენც, როცა ღმერთს მოვუხმობთ, სწრაფად შესმენილნი ვიყოთ და ლოცვის დასრულებამდე მივიღოთ თხოვნილი. რადგან არ უთქვამს: „მას შემდეგ, რაც მოვუხმე, შემისმინა“, არამედ: „ჩემი მოხმობისას“. რადგან თვით ღმერთის დაპირებაც ასეთია, როცა იგი სადღაც მის მომხმობელს ეუბნება: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ“ (). რადგან ღმერთს ჩვეულებრივ სიტყვათა სიმრავლე კი არ არწმუნებს, არამედ სუფთა სული და კეთილ საქმეთა წარმოჩენა. ამიტომ, იხილე, რას ამბობს იგი მათ მიმართ, ვინც ბოროტებაში ცხოვრობს, მაგრამ სიტყვათა სიგრძით მის მოლბობას ელის....

სრულად ნახვა
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ (2,19).:

...მთხუევისაჲთა, რომელი-ესე არს თავ ყოველთა წინაჲსწარმეტყუელებათა.

და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ (2,19).

თარგმანი: რომელთა შეიმოსონ ხატი იგი ზეცისაგანისაჲ, იგინი ჴმობენ ნიშისათჳს ცხოველსმყოფელისა ჯუარისა: "გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო" () რამეთუ ჯუარ-ცუმითა მეუფისაჲთა იხილვა სასწაული ქუეყანასა ზედა. რაჟამს ყოველთა წარმართთა დაუტევნეს მამულნი ღმერთნი და წესნი და იცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კაცი - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და განიბანნეს სისხლითა, გუერდით მისით გარდამოსრულითა, რომელი-იგი ჭეშმარიტად სასწაულ არს ქუეყანისა, რამეთუ არასადა იქმნების გუამით მკუდრისაჲთ გარდამოსლვაჲ სისხლისაჲ, რამეთუ შეყინებულ არს. ხოლო მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტესსა მო-რაჲ-ვიდეს მჴედარნი და იხილეს, რამეთუ მომკუდარ იყო, ლახურითა უგუმირეს გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი, საცნაურ-ყოფად, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, არამედ ჭეშმარიტად ღმერთი და კაცი. ხოლო ცეცხლ არს ენებითა ცეცხლისაჲთა გარდამოსრული იგი მადლი მოციქულთა ზედა, რომელსა მიიღებენ მორწმუნენი. ხოლო ურწმუნოთა ზედა დაუშთების კუამლი, რაჲთა რომელთა ნათლისა მიმართ საღმრთოჲსა დაიყვნეს თუალნი, მათ არმური სიბნელისაჲ მიიღონ...

სრულად ნახვა