მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 41:3

2. ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!3. სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?4. იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყჳედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?
ფსალმუნნი თავი 41
3. სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).:

...ალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ და ადგილი წმიდაჲ, საყოფელი დიდებისა შენისაჲ“;2 „რამეთუ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოელო. ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა? ხოლო მე ესე მოვიჴსენე და ნუგეშინის-ვეც სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილი საყოფელი საკჳრველი სახლსა ღმრთისასა“. მუნ არს ჴმაჲ გალობისა და აღსარებისაჲ, ჴმაჲ ზატიკობისა მის საუკუნოჲსაჲ, მუნ არს ნათელი და სიხარული დაუსრულებელი და ხილვაჲ პირისა ღმრთისაჲ, რომელ-ესე უაღრესი არს და უზეშთაესი ყოველთა მათ კეთილთა და საშუებელთა სასუფეველისათა.

ამის სავანისათჳს იტყოდა მოციქული, ვითარმედ: „მსურის წარსლვაჲ და ქრისტეს თანა ყოფაჲ, რამეთუ მაქუს ჩუენ აღშენებული ღმრთისა მიერ სახლი ჴელითუქმნელი, საუკუნე ცათა შინა; რამეთუ ამისთჳს ვკუნესით, საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის“.

ამის სავანისათჳს ეტყოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე: „მამაო, რომელნი მომცენ მე, მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს ეტყჳს მეუფე მარჯუენითთა მათ: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებულ...

სრულად ნახვა