მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 44:10

9. მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოსძუალისათა გახარეს შენ.10. ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად.11. ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა;
ფსალმუნნი თავი 44
10. ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად.
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა“ ().

„აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.“ ().

1. სულიწმინდის შთაგონება და კეთილი სიტყვა

მსურდა, ახლა აქ ყოფილიყვნენ ყველა იუდეველი და ყველა ელინი, და ეს წიგნი თვით იუდეველთაგან მიმეღო, რათა ასე წამეკითხა ფსალმუნი. თქვენ ხომ ეს იცით: სასამართლოებშიც და ყველგან საქმეთა მოწმობა მაშინ არის ყველაზე ნაკლებად საეჭვო, როდესაც იგი მტრებისგან არის მოტანილი. ამიტომ, რათა ეს დღესაც მოხდეს, ძველი აღთქმიდან წარმოვადგენთ მოწმობას, რომ იუდეველებიცა და ელინებიც შერცხვენილ იქნენ: იუდეველები — რადგან კითხულობენ და ვერ შეიცნობენ; ელინები კი — რადგან ხედავენ, რომ წიგნები ჩვენამდე მტრებისგან მოდის. რადგან ნამდვილად ვერ იტყვიან, თითქოს ეს წიგნები...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ეკლესიის სამკვიდრო და მშვიდი ვედრება:

...როგორ ასიამოვნოს სიძეს, ასევე ჩვენც, ამ ცხოვრებაში დამკვიდრებულნი, ერთს ვუმზერდეთ: სიძის სათნოყოფას, და სძლის კეთილწესიერება შევინარჩუნოთ. ამ სძალს დავითიც იხსენებს, როცა ამბობს: „დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად“ ().

გსურს მისი ფეხსაცმელიც იხილო? მოისმინე პავლე, სძლის მიმყვანი, რომელიც ამბობს: „და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ“ (). გსურს მისი სარტყელიც იხილო და ისიც, როგორ არის ჭეშმარიტებით შეკრული? იგივე გასწავლის. „მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა“ (). გსურს მისი სილამაზეც იხილო?

ამასაც მისგან შეიტყობ. „რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ“ (

სრულად ნახვა