...უკუეთუ რომელმანიგი უდარჱსი შეწირა, განარისხა, რომელი სხჳსასა შესწირვიდეს, არა ფრიად განარისხოსა? რამეთუ გრქუას შენ, ვითარმედ: მე არა მოტაცებაჲ გასწავე, და შენ მოტაცებულისა მიერ პატივ-მცემა? „ჰგონებ სამე, უშჯულოო, ვითარმედ მეცა შენვე გემსგავსო? აწ გამხილნე და წარმოგიდგინნე წინაშე პირსა შენსა ცოდვანი შენნი“.
გარნა ნუ იყოფინ სმენად ერთისაცა ჩუენგანისა ამის ჴმისაჲ, არამედ რაჲთა მოწყალებაჲ წმიდაჲ ვქმნეთ და საუკუნენი კეთილნი დავიმკჳდრნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.