მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 50:6

5. რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.6. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა.7. რამეთუ, ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
ფსალმუნნი თავი 50
6. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...რომელი-იგი ფრიად კაცთმოყუარე არს და ჩუენისა ცხორებისა მეძიებელ და ენება, რაჲთამცა უმადლოთა მათ პირნი დაუყვნა, ამისთჳს არარაჲ დაუტევა საქმჱ, რომელი მის მიერ ჯერ-იყო ქმნად, დაღაცათუ მათ არა გულისხმა-ყვეს. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან ესე უწყოდა და იტყოდა: „რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა“. ამისთჳს აქაცა, ვინაჲთგან სიმაღლე იგი სიტყუათა მისთაჲ არა შეიწყნარეს, არამედ გინებადცა იწყეს და მოკლვაჲ მისი ენება, ამისთჳსცა, განვიდა რაჲ ტაძრით, განკურნა განრღუეული იგი: ერ-თად, რაჲთა წარსლვითა მისითა მათსა გულისწყრომასა ნუგეშინის-სცეს, და მეორედ, რაჲთა ქმნითა მით სასწაულისაჲთა სიფიცხლჱ იგი და მოუდრეკელობაჲ მათი მოალბოს და სიტყუანი თჳსნი სარწმუნო-ყვნეს და ქმნას სასწაული არა ესრეთ ლიტონი, არამედ მაშინ ოდენ ქმნილი, რომელი არღასადა ქმნილ იყო, რამეთუ „საუკუნითგან არა სმენილ არსო, ვი-თარმედ აღუხილნა ვინ თუალნი ბრმად შობილისანი“. რამეთუ ბრმისა თუალნი ნუუკუედა განხუმულ იყვნენ, ხოლო შობით ბრმისანი არასადა აღებულ არიან. და საცნაურ არს, ვითარმედ გან-რაჲ-ვიდა ტაძრით, განზრახვით მივიდა განკურნებად მისა, რამეთუ მან იხილა ბრმაჲ იგი, და არა თუ ბრმაჲ იგი მას მოუჴდა, და ესრეთ მოსწრაფებით მიჰხედა მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“ (11,19).:

...ძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“ (11,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, დაღაცათუ თქუენ არა გრწმენაო, არამედ მე, რაჲცა ჯერ-იყო ქმნად, ვქმენ, რაჲთა არცა ერთი რაჲ გაქუნდეს მიზეზი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო სჯასა შენსა“. ესე იგი არს, ოდეს წარმოვდგეო წინაშე შენსა სჯად და გამოაცხადო, ვითარმედ ყოვლით კერძო შეცოდებულ ვარ და უსიტყუელ, მაშინ იპოოს შენისა მის სახიერებისა ძლევაჲ ფრიადი, და მე გამოვჩნდე შეცოდებულად. ეგრეთვე აწ იტყჳს, ვითარმედ: საქმეთაგან ამათ სიბრძნე ჩემი განმართლდა, რამეთუ არარაჲ დაუტევე, რომელი არა ვაჩუენე ცხორებისა მისთჳს უმადლოთაჲსა. ხოლო უკუეთუ იგავნი ესე უცხო არიან, ნუ გიკჳრს, რამეთუ მრავალი ესევითარი უცხოსახე იგავი წერილთა შინა თქმულ არს უგულისჴმოთა მათ მიმართ.

იხილეთ უკუე მათი იგი განდრეკილი გონებაჲ: იოვანე ფრიად მმარხველი იყო და იტყოდეს, ეშმაკეული არსო; იესუ არა ესრეთ ფიცხელ იყო, არამედ სახიერ და ტკბილ და ნუგეშინისმცემელ, და ჰგმობდესვე. ესრეთ ყოვლით კერძო წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა. ამისთჳს ლუკაჲს თავსა შინა იტყჳს უმეტესსა შესმენასა მათსა, ვითარმედ: „მეზუერეთა განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა; ხო...

სრულად ნახვა