მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 57:5

4. უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან, შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუესა.5. გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა და ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი,6. რომელმან არა ისმინა ჴმაჲ მსახრვალისა და წამლისა მწამლველისაგან ბრძნისა.
ფსალმუნნი თავი 57
5. გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა და ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ადამიანის სახელი მხოლოდ სათნოს ეკუთვნის (6:3):

...(ადამიანს). სხვაგან კი: „გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა" (). აქ მათ გულისხმობს, ვინც ამ მხეცის (ასპიტის) მზაკვრობასა და ეშმაკობას მიბაძავენ. კვლავ სხვებს მუნჯ ძაღლებს უწოდებს (ეს 56:10–11) და კვლავ ამბობს: „ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი" (), მათ გულისხმობს რა, ვინც სათნოების სწავლებისთვის ყურებს იხშობენ. ბევრი სახელი შეიძლება იპოვო, რომლებსაც საღვთო წერილი ადამიანებს აძლევს, რომლებიც დაუდევრობით საქონლის ვნებებში ჩავარდნენ. ეს არა მხოლოდ ძველ აღთქმაში, არამედ ახალშიც ჩანს. ისმინე, რას ეუბნება იოანე ნათლისმცემელი იუდეველებს: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?" (). ხედავ, აქაც მათი ნების სიცბიერე მხეცის სახელით როგორ აღნიშნა? რა შეიძლება იყოს უბედურთაგან უბედურესი, ვიდრე უღმრთოებას მიცემული ადამიანები, როცა ისინი ადამიანის სახელსაც კარგავენ და მით უმეტეს სასჯელს ღებულობენ იმის გამო, რომ, ბუნებისგან მრავალი საშუალება მიიღეს (სათნოებისთვის), არ ისარგებლეს მათით, თავიანთი ნებით დაეცნენ (სიმაღლიდან) და უღმრთოებისკენ მიბრუნდნენ? ამრიგად, როცა (ნოეს) თანამედროვენი (ადამიანის) სახელის უღ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ა\* კრძალულებისათჳს ეკლესიასა შინა:

...ინაგანესსა ადგილსა შევედინ და ნუ არს ყოველთა მიერ წარსატაცებელ, რაჲ-თა ყანანი თქუენნი შუებულ იყვნენ. და უკუეთუ ესრეთ ვისწრაფდეთ, დაღაცათუ მეყსა შინა არა, არამედ მცირედ-მცირედ ყოველთა ვნებათაგან განვთავისუფლდეთ.

ვეკრძალნეთ უკუე, რაჲთა არა ჩუენთჳსცა ითქუას, ვითარმედ: „ასპიტისა ყრუჲსანი არიან ყურნი მათნი“. და ვითარ არა უარჱს არს მჴეცთა და პირუტყუთასა, რომელი სიტყუათა ღმრთისათა არა ისმენდეს? და უკუეთუ კაცი იგი არს, რომელი სათნო-ეყოფოდის ღმერთსა, რომელი ყოლადვე სათნო-ყოფისა მისისა სიტყუათა არა ისმენდეს, იგი რაჲთა განყოფილ არს მჴეცთაგან?

იხილე უკუე, ვითარ ბოროტ არს, რომელ ქრისტეს ჰნებავს, რაჲ-თამცა კაცთაგან ანგელოზად შეგუცვალნა, და ჩუენ კაცთაგან მჴეცად შევიცვალენით, რამეთუ მუცლისა მონებაჲ და ვეცხლისმოყუარებისა მიერ უფლებაჲ და მრისხანებაჲ და სიძულილი - ესე ყოველი არა კაცისაჲ არს, არამედ მჴეცისაჲ, და უარესიცა არს მჴეცთაჲ, რამეთუ მათ აქუს თითოეულსა სხუაჲ და სხუაჲ ვნებაჲ, და იგიცა ბუნებით.

ხოლო რაჟამს გონებაჲ თჳსი წარიწყმიდოს და მოქალაქობისაგან საღმრთოჲსა განვარდეს, არღარა ერთსა, არამედ ყოველთა ვნებათა ერევის და არა ერთსა მჴეცსა მიემსგავსების, არამედ ყოველთა უბოროტჱს იქმნების; და არღარა აქუს წყალობაჲ, რამეთუ ნებსით შევიდა ბოროტსა. გარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი ეძიებდეს ცრუმოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, და არა ჰპოებდეს, რამეთუ მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწამენი. უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ: ამან ეგრე თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად. მაშინ აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არცაღა სიტყუასა რას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტჱ, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი. რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა“ (26,59-66).:

...ვითარმედ იგი არს ქრისტე, და ვითარმედ იგი არს მარჯუენით მამისა მჯდომარე, და იგი არს, რომელი მოსლვად არს განკითხვად სოფლისა, რომელ-ესე გამოაჩინებს ფრიადსა მას ერთობასა მისსა მამისა თანა.

ხოლო უღმრთომან მან მღდელთმოძღუარმან ნეფსით დაიწუხნა თუალნი არახილვად ნათელსა და დაიყვნა ყურნი, ვითარცა ასპიტმან ყრუმან, ვითარცა-იგი სტეფანეს ზე ყვეს, რამეთუ დაიყვნეს ყურნი.

ეგრეთვე აწ დაიპო სამოსელი თჳსი, რაჲთა სხუანი იგი შეაშინნეს და დიდად გამოაჩინოს ცთომაჲ იგი: „აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისიო“. თქუ-ღა, უშჯულოო და მზაკუარო, არა პირველ ამისა, შეკრებულ რაჲ იყვენით ყოველნი, აღგიჴსნა სიტყუაჲ დავითისი, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“, და განგიმარტა სიტყუაჲ იგი, და ვერარაჲ იკადრეთ თქუმად, არამედ სდუმენით. ვითარ უკუე აწ სიტყუასა მისსა გმობად უწოდე, ჵ მგმობარო და მტერო ჭეშმარიტებისაო, ჭურჭელო ეშმაკისაო?

იცოდეს უკუე ყოველთა მათ თანამეინაჴეთა, კრებულმან მან სიცრუისამან, ვითარმედ უკუეთუ ჭეშმარიტსა გამოძიებასა მოვიდეს საქმე იგი, განმართლდების მართალი იგი, და უბრალოდ გამოჩნდების ჭეშმარიტად უბრალოჲ იგი; ამისთჳს შეისწრაფეს და განჩ...

სრულად ნახვა