მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 6:10

9. განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი,10. რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა.11. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნიქცედ და ჰრცხუენოდედ ფრიად და მსთუად. დიდება
ფსალმუნნი თავი 6
10. რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა.
ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“ ().

1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება

როცა ღვთის მიმართ გულისწყრომასა და რისხვას გაიგონებ, ნურაფერს კაცობრივს იეჭვებ, რადგან ეს დამდაბლების სიტყვებია. რადგან ღვთაება ყოველივე ამისგან თავისუფალია. ასე კი იმიტომ საუბრობს, რომ უხეშთა გონებას მისწვდეს. ჩვენც ხომ, როცა ბარბაროსებთან ვსაუბრობთ, მათ ენას ვიყენებთ; და თუ ბავშვს ველაპარაკებით, მასთან ერთად ტიტინს ვიწყებთ და, თუნდაც ათასგზის ბრძენნი ვიყოთ, მის სიმდაბლემდე ჩამოვდივართ. და რა არის საკვირველი, თუ ამას სიტყვებით ვაკეთებთ, მაშინ როცა საქმეებითაც ასე ვიქცევით: ბავშვის გამოსასწორებლად ხელებს ვიკბენთ და გულისწყრომას მოვაჩვენებთ? ასევე ღმერთიც, როცა უხეშთა გონებას მისწვდეს სურს, ასეთ სიტყვებს იყენებს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის