1.დასასრულსა, გალობასა შინა, მერვისათჳს, ფსალმუნი დავითისი2.უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.3.მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი.4.და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?5.მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს,6.რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ.7.დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო.8.განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვჰკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა.9.განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი,10.რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა.11.ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნიქცედ და ჰრცხუენოდედ ფრიად და მსთუად. დიდება
როცა ღვთის მიმართ გულისწყრომასა და რისხვას გაიგონებ, ნურაფერს კაცობრივს იეჭვებ, რადგან ეს დამდაბლების სიტყვებია.რადგან ღვთაება ყოველივე ამისგან თავისუფალია.ასე კი იმიტომ საუბრობს, რომ უხეშთა გონებას მისწვდეს....
1. ლოტის სტუმართმოყვარეობა და სათნოების ძალა (19:1):
...ი გავხდეთ. თუ კი ამჟამინდელ დროს გამოვუშვებთ ხელიდან და მოულოდნელად წავალთ ამ ცხოვრებიდან, მაშინ, თუმცა ვინანებთ, მაგრამ უკვე ვერანაირ სარგებელს ვეღარ მივიღებთ. და, რომ ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" ()? და კიდევ: „ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან?" ()? არავინ, ამბობს, იქ ვეღარ იხსნის ადამიანს, საკუთარი უზრუნველობით დაღუპულს, თუნდაც ძმა იყოს, თუნდაც მამა ან დედა. და რას ვამბობ: ძმა, მამა და დედა? თავად მართლებიც კი, რომლებმაც დიდი კადნიერება მოიპოვეს ღვთის წინაშე, მაშინ ვერ შეძლებენ ჩვენს დახმარებას, თუ ახლა უზრუნველობას მივეცემით. თუ, ნათქვამია, ნოე, იობი და დანიელი დადგნენ, ძეთა და ასულთა თვისთა ვერ იხსნიანო (იეზ 14:18). შენიშნე ამ მუქარის ძალა, — და ის, რა მართლები წარმოადგინა წერილმა მაგალითად. სწორედ ამ მართლებმა თავის დროზე სხვებისთვის ცხონების შუამავლებად იმსახურეს: ისე, ნოემ, როცა საშინელმა წარღვნამ ქვეყნიერება დაფარა, თავისი ცოლი და ძეები გადაარჩინა; ამგვარადვე იობი სხვებისთვის ცხონების მიზეზი იყო; ხოლო დანიელმა ბევრი იხსნა სიკვდილისგან, როცა სასტიკმა მბრძანებელმა ნაბ...
...ების აღსარებით განბანასა და უფლისგან მიტევებას მივიღებთ, იქ ცოდვებისგან წმიდანი მივალთ და დიდ კადნიერებას ვპოვებთ. მაგრამ შეუძლებელია იმ სოფელში რაიმე ნუგეშის პოვნა იმისთვის, ვინც ამჟამინდელ ცხოვრებაში ცოდვები არ განიბანა, რადგან „არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" (). და სამართლიანად: ეს ცხოვრება მოღვაწეობისა, შრომისა და ბრძოლის დროა, ხოლო ის — გვირგვინებისა, ჯილდოებისა და მისაგებელის. მაშ, ვიღვაწოთ, სანამ ჯერ კიდევ ასპარეზზე ვართ, რათა, როცა გვირგვინისა და შრომის ჯილდოს მიღების დრო მოვა, ჩვენ არა დასჯილთა, არამედ იმათ რიცხვში ვიყოთ, ვინც კადნიერებით იღებს გვირგვინს თავზე. ეს გითხარით, საყვარელნო, არა უმიზეზოდ და არა ამაოდ, არამედ იმიტომ, რომ ყოველდღე მინდა კეთილი საქმეების შეხსენება, რათა თქვენ, რაც უფრო უკეთესნი და სრულყოფილნი გახდებით და სათნოებით ცხოვრებით ბრწყინავთ, უბიწონი და წმიდანი შეიქმნებით, ღვთის შვილნი უმწიკვლონი, და იბრწყინებდეთ, როგორც ლამპრები სოფელში, სიცოცხლის სიტყვით, ჩვენდა საქებრად ქრისტეს დღეს, — რათა მხოლოდ თქვენი სახით სარგებელი მოუტანოთ მათ, ვინც თქვენთან ერთად არის, და ვინც თქვენთან საუბარში შედის, მან მიიღოს თქვენში არსებული სულიერი კეთილსურნელებისა და სათნო ცხოვრ...
სწავლაჲ ოვ სიყუარულისათჳს ქრისტესისა და ანგაჰრებისათჳს:
...გჳბრძანოს, ყოველსავე მოსწრაფებით ვიქმთ და ვჰმორჩილობთ, და მეგობრებაჲ და ბუნებაჲ და შჯული ღმრთისაჲ და ყოველივე უგულებელს-ვყავთ. ამისთჳს არავინ აღიხილავს ზეცად და არავინ მოიჴსენებს საუკუნესა მას საშჯელსა. არამედ მოიწიოს ჟამი, რაჟამს არცა ამათ სიტყუათაგან იყოს სარგებელი, რამეთუ „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“ სასურველ არს ოქროჲ და საშუებელ, არამედ არა ესრეთ, ვითარ ზეცისა სასუფეველი, რამეთუ მდიდარი ამას სოფელსა მრავალთა მიერ საძულელ არს, ხოლო რომელი სათნოებასა იქმოდის, პატივ-სცემენ ყოველნი და უყუარს.
უკუეთუ კულა ვინ თქუას, ვითარმედ: გლახაკი ყოველთა მიერ საკიცხელ არს, დაღაცათუ სათნო იყოს, არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ არა კაცთა მიერ, არამედ პირუტყუთა მიერ არს საკიცხელ, ხოლო კაცისა ბრძნისა - უფროჲსად საქებელ; და უკუეთუ ქუეყანისა მეფჱ გუაქებდეს ჩუენ, არღარავისგან ვეძიებთ სხჳსა ქებასა, ხოლო უკუეთუ ანგელოზთა მეუფჱ გაქებდეს შენ, ჵ კაცო, ბუზთა მიერ და მუმლთა ეძიება ქებასა? რამეთუ ამათსაცა უდარეს არიან კაცნი იგი, მოყუარენი წარმავალთა ამათ საქმეთანი.
ვიდრემდის ვიქცევით მწჳრესა ამას შინა? ვიდრემდის ვჰყოფთ თავთა ჩუენთა საქებელ კაცთა, ნაყროვნებითა და ამაოებითა სავსეთა? რამეთუ იგინი კაცთა ამაოთავე მეცნიერ არიან, ხოლო სათნოებისა მიმართ - უგული...