მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 7:18

17. მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუჱ მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდეს.18. აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
ფსალმუნნი თავი 7
18. აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.“ ().

„უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.“ ().

1. ქუშის ერთგულება დავითის ჭირში

საჭირო იყო წმიდა წერილებისა და ისტორიული ამბების ცოდნა ისე ზედმიწევნით გვქონოდა, რომ მათი სწავლებისთვის უფრო ვრცელი სიტყვა აღარ დაგვჭირვებოდა; მაგრამ ვინაიდან ერთნი ამქვეყნიური საქმეებით არიან დაკავებულნი, სხვანი კი თავს უდებებას აძლევენ და ამ ამბებს ყურს არ უგდებენ, აუცილებელია სიტყვა უფრო გავავრცოთ და ფსალმუნის საგანზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ყურადღებით დაუგდეთ ყური. მაშ, რა არის ეს საგანი? „ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი“ (). სხვა ვარიანტია: „ფსალმუნი უმეცრებისათვის, დავითისა“. <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის საკვირველი სახელი მთელ ქვეყანაზე:

...).

„უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა“ ().

1. უფლის საკვირველი სახელი მთელ ქვეყანაზე

წინა ფსალმუნში ამბობდა: „აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა“ (); აქ კი აღთქმას ასრულებს და მას საგალობელს აღუვლენს. და იქ ნათქვამი თითქოს ერთი პირისაგან არის, რადგან ამბობს: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“ (). აქ კი ნათქვამი თითქოს მრავალთა პირით არის. რადგან ამბობს: „უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი“ (). მაგრამ დუმილი დაიცავით და ყურადღებით ისმინეთ. რადგან თუ თეატრში, სადაც სატანური გუნდები მღერიან, დიდი სიჩუმე დგება, რათა იმ დამღუპველ ჰანგებს მოუსმინონ — მაშინაც კი, როცა გუნდი მიმოსებისა და მოცეკვავე კაცებისგან შედგება, მათთან წინამძღოლად ვიღაც ბილწი მექნარე დგას, ჰანგი სატანური და...

სრულად ნახვა