მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 8:3

2. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა.3. პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რათამცა დაიჴსნა მტერი იგი და შურისმგებელი.4. რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ.
ფსალმუნნი თავი 8
3. პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რათამცა დაიჴსნა მტერი იგი და შურისმგებელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მა-ღალთა შინა!“ (21,8-9).:

...ვნებანი ჩუენნი განაქარვნეს. და იხილე, ვითარ საქმე ესე დაურჩომელად წინაჲსწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ზაქარია და დავით; იგი იტყოდა: „არქუთ ასულსა სიონისასა...“ (ზემოწერილნი იგი სიტყუანი), ხოლო დავით ღაღადებდა: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“; და „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“. რამე-თუ რასა აწ ერნი ესე გალობდეს, მან პირველვე ქადაგა. ხოლო შენ იხილე ჰურიათა მათ დაბრმობილთა ვერაგობაჲ, რამეთუ ერი იგი მარტივი და ფრიადისა უკეთურებისაგან თავისუფალი და ყრმანი იგი უმანკონი მიეგებვოდეს უფალსა, ხოლო სხუანი იგი განცჳბრებულ იყვნეს, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ“ (21,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესოდენნი საკჳრველებანი მისნი ეხილნეს და არაოდეს ესრეთ განკჳრვებულ იყვნეს, ხოლო აწ, იხილეს რაჲ ერი თანამავალად, განკჳრდეს, ესრეთ უგუნურ იყვნეს და მოშურნე. ხოლო ერიცა იგი, რომელი იტყოდა: „ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ“, უმეცრებისაებრ თჳსისა იტყოდა, რამე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:

...დსა და მაღალსა ქადაგებენ მისთჳს, ხოლო რავდენნი შემდგომისა მის ჟამისათჳს თქუმულ არიან, უმეტესად იტყჳან დიდებულებისა მისისათჳს; რამეთუ შემდგომად სასწაულთა მისთა გამოცხადებისა, აღესრულებოდა რაჲ ქებისა შესხმაჲ იგი ყრმათაჲ, ისმინე, ვითარ მოასწავა წინაწარმეტყუელმან: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“; და კუალად: „ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოარე და ვარსკულავნი, რომელნი შენ დაჰბადე“; რომლითა-ესე გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი და მპყრობელი ყოვლისაჲვე.

და კუალად ამისა შემდგომად ამაღლებისა მისისათჳს თქუმული წინაწარმეტყუელებაჲ სწორებასა მას მისსა მამისა თანა მოასწავებს და იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“; და ესაია იტყჳს: „რომელი-იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ“. არამედ ამას ადგილსა სიტყუაჲ ჰურიათა მიმართ იყო, ამისთჳს თქუა: „რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“, და მან ყოველივე სოფელი დამწყსო. არამედ, ვითარცა ზემო ვთქუ, არა გამოაცხადებს ჯერეთ სიტყუასა მას წარმარ...

სრულად ნახვა