...მან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა"** (). შეხედე, რა შური და რა მრავალწახნაგა მზაკვრობაა ბოროტი დემონისა! ხედავდა, რომ შექმნილი ადამიანი უმაღლეს პატივშია და თითქმის არაფრით ჩამორჩება ანგელოზებს, როგორც ნეტარი დავითიც ამბობს: „დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა" (), და ეს მცირეც ურჩობის ცოდვამ შემოიტანა, რადგან წინასწარმეტყველმა ეს ურჩობის შემდეგ თქვა, — ასე რომ, მიწაზე მიწიერი ანგელოზის ხილვით შურით შეპყრობილმა, ბოროტების მიზეზმა დემონმა, რომელიც თავად ზენა ძალთა შორის იმყოფებოდა, მაგრამ ნების გახრწნისა და უზომო ბოროტების გამო იმ სიმაღლიდან ჩამოვარდა, დიდი მზაკვრობა მოიხმარა, რათა ადამიანი ღვთის კეთილგანწყობას მოაკლებოდა და, უმადურად ექცია რა, ყველა იმ სიკეთისთვის მოეკლო, რომლებიც მას ღვთის კაცთმოყვარეობით ჰქონდა ბოძებული. და რა მოიმოქმედა? მიაგნო ამ მხეცს, ესე იგი, გველს, რომელიც სხვა მხეცებს გონიერებით აჭარბებდა, რაც მოსემაც დაამოწმა სიტყვებით: „გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან", — და იგი იარაღად გამოიყენა: ეშმაკი მის მეშვეობით დედაკაცთან საუბარში შედის და თავის ცთუნებაში ამ უმარტივეს და უძლურეს ჭურჭელს გაითრევს. **„და ჰრქუა,...
ფსალმუნნი 8:6
5. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?6. დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი.7. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა,
ფსალმუნნი თავი 8