თ ა რ გ მ ა ნ ი: და თქუას ვინმე უკუე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველ-თა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“? და ჩუენ პირველისა მის სიტყჳსა მოვიდეთ. რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ნიჭითა აქუს მადლი იგი თჳსი, არამედ თჳთ წყაროჲ არს და თჳთ ძირი ყოველთა კეთილთაჲ, თჳთ ცხორებაჲ, თჳთ ნათელი, თჳთ ჭეშმარიტებაჲ, და არა თჳთ თავსა შინა ოდენ თჳსსა შეუწყუდევიეს კეთილთა სიმრავლე, არამედ სხუა-თა მიმართცა განჰფენს მას და განაძღებს ყოველთავე. და ვინაჲთგან ყოველნივე აღავსნეს, მერმე იგი სავსებითვე ჰგიეს, და არარაჲ მოაკლდების სიმრავლისა მისგან მადლთაჲსა, არამედ მარადის აღმოაცენებს და ყოველთავე განაძღებს, და იგი სისრულესავე ზედა თჳსსა ჰგიეს; ხოლო რომელი-ესე მაქუს, მოცემული არს, რამეთუ სულისაგან მომიღებიეს, და მცირედი არს ყოვლისაგან, და ვითარცა წუეთი ერთი ზღჳსა თანა უფსკრულისა დიდისა არარაჲ არს, და უფროჲსად ესეცა სახე უნდო არს საქმისა ამის მიმართ. რამეთუ წუეთი, რომელი გამოიღო ზღჳსაგან, დაღაცათუ მცირედი არს და უღონოჲ, არამედ ზღჳსაგანვე დააკლდების, დაღაცათუ ვერვინ სცნობს დაკლებასა მისსა, ხოლო ამის წყაროჲსათჳს...
სახარებაჲ იოვანესი 1:17
16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ.17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა.18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1