მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:18

17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა.18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.19. და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).:

სახელთა და სიტყუათა, რომელნი წერილთა შინა არიან, არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა გარეწარად და ლიტონად ვისმენდეთ, არამედ ფრიადითა გულისხმის-ყოფითა. ამისთჳსცა ნეტარი დავით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“. და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა, ვითარმედ: ჯერ-არს გამოძიებაჲ სიბრძნისაჲ, ვითარცა საუნჯისაჲ. და უფალი ჰურიათა ეტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“. და არამცა ეთქუა, თუ: „გამოეძიებდით“, უკუეთუმცა მეყსა შინა და ერთითა ოდენ წარკითხვითა შესაძლებელ იყო მათი გულისხმის-ყოფაჲ. რამეთუ ცხადსა და წინაშე ყოველთა მდებარესა არავინ გამოეძიებს, არამედ დაფარულსა და რომელი მრავლითა ძიებითა იპოების. ამისთჳსცა საუნჯედ დაფარულად უწესს მათ, რაჲთა აღგუძრნეს ჩუენ მოსწრაფებით ძიებად მათდა.

ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენით, რაჲთა არა ლიტონად და გარეწარად ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა,...

სრულად ნახვა
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი იყო პირველითგან, რომელი გესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა (1,1).:

იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე პირველი

მოციქულისაჲ: რომელი იყო პირველითგან, რომელი გესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა (1,1).

თარგმანი: რომლისათჳს-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს "ღმერთი არავინ იხილა" (), აწ მისთჳსვე პირველითგან ყოფასა თანა თუალით ხილვასაცა იტყჳს ყურით სმენილისა მის და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულისასა. ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ, რომელი-იგი უხილავ და პირველ საუკუნეთა იყო მხოლოდშობილი და თანა-დაუსაბამოჲ ძე მამისაჲ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, იგივე აღსასრულსა ჟამთასა მიღებითა კაცობრივისა ბუნებისაჲთა, სახილველ იქმნა და საქმით სრულ-ყვნა სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და შჯულისა მისთჳს მოსწავებულნი, რამეთუ ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ უხილავ და დაუტევნელ არს კაცთა შორის. ამისთჳს სიტყუამან ღმრთისამან ჴორცნი შეისხნა, რაჲთა სახილველ და დასატევნელ იქმნეს ჩუენ კაცთა შორის.

მოციქულისაჲ: რომელი ვიხილეთ და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა (1,1).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომელი ვიხილეთ და ჴელითა ჩუენითა განვიხილეთ; ესე იგი არს, ვითარმედ არა საოცარ რაჲმე არს ჴორცთა შესხმაჲ მისი, არამედ თუალით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (14,8-9).:

...ა და არწმუნებდა, ვითარმედ მის მიერ იცნობების მამაჲ, არამედ მას თუალითა ჴორციელითა ენება ხილვაჲ მისი, ნუუკუე ამისთჳს, რამეთუ ესმოდა წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ვითარმედ იხილეს ღმერთი, არამედ ვერცა სადა მათ იხილეს ბუნებაჲ ღმრთისაჲ, არამედ ხილვანი, განყოფილებით ქმნულნი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“; და კუალად უფალი იტყჳს: „არცა ჴმაჲ მისი გასმიეს, არცა პირი მისი გიხილავს“; და კუალად წერილ არს: „არავინ იხილოს პირი ჩემი და ცხოვნდეს“; ხოლო ქრისტემან მხილებისსახედ ჰრქუა მას: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე?“ და იგი მამასა ეძიებდა ხილვად, არამედ ესე არს, რომელი ვთქუ, ვითარმედ ოდენ ძეობასა შინა ჰგიეს, ყოვლითურთ თავსა შორის თჳსსა აჩუენებს მამასა. განყვნა უკუე თჳთებანი და თქუა: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“, რაჲთა ვერვინ თქუას, ვითარმედ თჳთ არს მამაჲ და ძჱცა. რამეთუ უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, არამცა ეთქუა: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. ხოლო ვინაჲთგან იტყოდა ფილიპე, ვითარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს“, ვითარმცა იგი ეხილვა, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ არცა იგი იცის. რამეთუ უკუეთუმცა იგი იცოდა, მამაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (5,8).:

...## ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (5,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს საიდუმლოჲ ესე ნიჭთა უფლისათაჲ და მიუთხრობელ, რამეთუ ესერა ხილვაჲ ღმრთისაჲ აღუთქუა წმიდათა გულითა, რომლისათჳს თქუა დიდმან იოვანე, ღმრთისმეტყუელებისა ნესტუმან, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“. დაამტკიცებს ნეტარი პავლეცა სიტყუასა ამას და იტყჳს: „რომელი იხილა არავინ კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების“. ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რომელ უფალმან თქუა: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, და ნეტართა მათ მოციქულთა თქუეს, ვითარმედ შეუძლებელ არს ხილვაჲ ღმრთისაჲ? გარნა ესე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ: არცა უფალი შეუძლებელსა რასმე იტყჳს და არაყოფადსა, არცა იგინი გარეგან ბრძანებისა მისისა რასმე ქადაგებენ. არამედ ბუნებაჲ იგი საღმრთოჲ არსებითა თჳსი-თა ყოვლისავე ბუნებისა უზეშთაეს არს, უხილავი და თუალთშეუდგამი ღმრთეებაჲ. ამისთჳსცა „გამოუკულეველად გზათა მისთა“ იტყჳს მოციქული, რამეთუ არცა თუალითა შესაძლებელ არს ხილვაჲ, არცა გონები-თა მოგონებაჲ. არამედ უხილავი იგი და მოუგონებელი ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა სხჳთა სახითა...

სრულად ნახვა