მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:7

6. იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე.7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“ (1,7).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე თქუასცა ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე? მონაჲ მეუფესა ეწამებოდაა? გარნა რაჟამს არა ოდენ წამებული მონისა მიერ, არამედ მოსრულიცა მონისა მის მიმართ და მის მიერ ნათელღებული მსგავსად სხუათა კაცთასა იხილო, არა უფროჲსად დაგიკჳრდესა? გარნა ნუ შეშფოთნები ამას ზედა, არამედ უფროჲსად გიკჳრდინ მიუწდომელი იგი სახიერებაჲ მისი. უკუეთუ კულა ვინ შეშფოთნებოდის ამას ზედა, ჰრქუას მასცა, ვითარცა იოვანეს, ვითარმედ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლჱ“. უკუეთუ კულა უმეტჱსად ვინ შეშფოთნეს, ჰრქუას მასცა, ვითარცა ჰურიათა, ვი-თარმედ: „არა თუ წამებასა კაცთაგან მოვიღებ“. რამეთუ არა თუ მას ეჴმარებოდა წამებაჲ იოვანჱსი და ამისთჳს მოივლინა იგი ღმრთისა მიერ, რამეთუ ესე ბოროტი გმობაჲ არს. და უკუეთუ ვინ იტყოდის: და ვითარ იტყჳს მახარებელი: „რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის მიერო“? და თავადი იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არს სხუაჲ, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).:

...ედა სიღრმჱ სიტყუათაჲ, და ვერ იტჳრთოს გონებამან იგი ყოველი. რაჲ არს უკუე, რომელი-ესე დღეს აღმოვიკითხეთ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ზემო იოვანჱსთჳს იტყოდა, ვი-თარმედ: „მოვიდა, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“, და ვითარმედ: „აწ მოივლინა“, რაჲთა არავის ესმეს ესე და სიახლისა მისთჳს მოწამისა თქუას, ვითარმედ: წამებულიცა იგი ესრეთვე არს, ამისთჳს აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი უზეშთაეს ყოველთა ჟამთა ყოფისა მისისა მიმართ, რომლისა არასადა არს დასასრული, არცა დასაბამი. არამედ ამას ყოველსა ზედა მბრძოლნი იგი ღმრთეებისანი იტყჳან: ვითარ შესაძლებელ არსო, რაჲთამცა ძჱ დაუსაბამო იყოო? ჵ უბადრუკო, ღმრთისათჳს გეტყჳ, და შენ იტყჳ, თუ: ვითარ იყოს ესე? და არა გეშინის, არცა სძრწი; და უკუეთუ ვინ გკითხოს, ვითარმედ: ვითარ დაუსრულებელ და განუხრწნელ იყოს მას საუკუნესა ჩუენთა ამათ გუამთა ცხორებაჲ? ანუ: ვითარ უკუდავ არიან სულნი? შენ განჰკიცხავ მას, ვითარცა უგუნურსა, რამეთუ იკითხა საქმჱ, რომელი არა შესაძლებელ არს გონებისაგან კაცობრივისა, არამედ ოდენ რწმუნებაჲ ჯერ-არს და არა გამოძიებაჲ. და უკუეთუ შემოქმედი სულისა და ჴორცთაჲ ვთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...არცა ზემო ვთქუ, და ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს, და ვითარცა იგი თავადი ღაღადებს, რაჲთა წინარბიოდის და განმზადებდეს სულთა მათ, რომელთა ეგულებოდა შეწყნარებად უფალი, არა თუმცა ნიჭი იგი ცოდვათა მოტევებისაჲ მიანიჭა, ვითარცა ღმრთისმეტყუელიცა იოვანე იტყჳს: „რაჲთა წამოსო ნათლისა მისთჳს, და რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან“. და კუალად ლუკა მახარებელი შემდგომსაცა ამას ესაიას წინაწარმეტყუელებისასა წარმოიტყჳს: „ყოველი ჴევნები აღმოივსოსო, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოარებაჲ ღმრთისაჲ“. ;

იხილეა, ვითარ წინაჲთვე ყოველივე თქუა წინაწარმეტყუელმან: შემოკრებაჲ იგი ერისაჲ და უმჯობესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ და წარმართებაჲ იგი საღმრთოჲსა მის ქადაგებისაჲ და მიზეზი ესევითართა ამათ განგებულებათაჲ? დაღაცათუ იგავისსახედ წარმოიტყჳს, რამეთუ წინაწარმეტყუელებაჲ იყო, და ესრეთ არს წესი წინაწარმეტყუელებისაჲ, რაჲთა არა განცხადებულ იყოს სიტყუაჲ და ყოველთა მიერ საცნაურ, არამედ რომელთა ასხენ ყურნი სმენად საღმრთოთა სიტყუათა, მათ მიერ საცნაურ იყოს. რამეთუ სიტყჳთა მით, ვითარმ...

სრულად ნახვა