თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს, რომელ თქუა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“. ეჰა ბოროტი! რომელნი ჰკითხვიდეს, ვითარმედ: „გჳთხარ, უკუე-თუ შენ ხარ ქრისტე“, აწ ქვასა დაჰკრებენ. არამედ დაამტკიცა უმეტესად სიტყუაჲ და ჰრქუა:
სახარებაჲ იოვანესი 10:31
30. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ.31. აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას.32. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე?
სახარებაჲ იოვანესი თავი 10