მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:30

29. მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებად მათა ჴელთაგან მამისა ჩემისათა.30. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ.31. აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
30. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე. და მე მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ და არა წარვწყმიდნე უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა. რამეთუ მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისა ჩემისათა. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ“ (10,27-30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ მოუწოდს მათ შედგომად მისა ჴელოვნებით, რამეთუ იტყჳს: თქუენ არა ისმენთ ჩემსა, რამეთუ არა ცხოვარნი ხართ, და მერმე აღადგინებს მათ სურვილად საქმისა მის, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“, და გამოაჩინა თჳსი და მამისა ერთობაჲ. და თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვერვისცა ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისათა“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამას ვერ ძალ-უც, არამედ მამისა ძალითა არს საქმჱ იგი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“ ძალითა და არსებითა. რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის ინებეს ჰურიათა მორწმუნეთა მისთა განდევნაჲ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ამაოდ ჰშურებით, რამეთუ ცხოვარნი ჩემნი ჴელთა შინა მამისათა არიან, რომელმან მომცნა იგინი; ხოლო ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „მომცნა“, მათთჳსვე არს, რაჲ-თა ვერვინ თქუას, თუ: წინააღმდგომი არს მამისაჲ; ხოლო „ჴელი“ რაჲ გესმეს, ნურას ხილულსა გულისხმა-ჰყოფ, არამედ „ჴელად“ ძალსა იტყჳს და ჴელმწიფებასა, რომელი-იგი ერთი არს ძისა და მამისაჲ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...დ იტყჳს, ვითარმედ: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“; ; (14, 10-11); (17,21) და კუალად: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. რამეთუ ძალისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“, და ჴელმწიფებისათჳს იტყოდა: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, რომელ-ესე შეუძლებელ არს ამის ყოვლისა თქუმაჲ, უკუეთუმცა სხჳსა არსებისა და ბუნებისაჲ იყო და არამცა მისი თანასწორი იყო; რამეთუ სიტყუაჲ, რომელი იტყჳს, ვი-თარმედ: „რაჲთა პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, ; (14,12) და კუალად, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ სოფლისაჲ“, ესე ყოველი სწორებისა მისისა სახე არს, რამეთუ ყოველნი ესე სიტყუანი სიმდაბლისა სახენი სიტყუანი იყვნეს მსმენელთა მათ უძლურებისათჳს, რამეთუ ვერ იტჳრთვიდეს მაღალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...(იოან.14,9) და: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელ-თაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“; და: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“; და: „მე და მამაჲ ერთ ვართ“. და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.

ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: „მნებავს, განწმიდენ!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“ და კუალად: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეჰენიასა“. და მრავალსა ესევითარსა იტყჳს და იქმს, რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ერ-თიცა ოდენ ამათ სიტყუათაგანი კმა არს მისისა მის ჴელმწიფებისა გამო-ჩინებად, უკუეთუ ოდენ გულისხმა-ვინ-ჰყოფდეს სიტყუათა მათ და არა სრულიად უგულისხმო იყოს.

სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს

გარნა ბოროტ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ვითარცა მოციქული იტყჳს.

ამისთჳსცა აწ მტარვალთაგან განიძუარცების უფალი, რომელნი-იგი ჩუენ ადამის მიერ შევიმოსენით ტყავისა სამოსელნი, რაჲთა შეუძლოთ მათ წილ შემოსად ქრისტე.

ამისთჳს განყოფაჲცა სამოსელთაჲ თავს-იდვა, რაჲთა ჩუენ მამისაგან განუყოფელი სიტყუაჲ გუაქუნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“.

ამისთჳს კუართსაცა ზედა წილ-იგდეს, და არა დააყენნა უფალმან, რაჲთა ნაწილ ჩუენდა იყოს ქრისტე, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა“.

და ამისთჳს არა სხუასა ადგილსა ჯუარს-ეცუა, არამედ თხემისა ადგილსა, სადა-იგი თქუმულ არს პირველთა ჟამთაგან, ვითარმედ საფლავი იყო ადამ მამისა ჩუენისაჲ. რამეთუ შემდგომად სამოთხით გამოსლვისა, მო-რაჲ-კუდა, მას ადგილსა დაეფლა. ამისთჳს ჯერ-იჩინა უფალმან მას ადგილსა მიღებაჲ სიკუდილისაჲ, სადა-იგი მიიღო სიკუდილმან დასაბამი უფლებისა თჳსისაჲ, რაჲთა დაჴსნაჲცა მისი მასვე ადგილსა იქმნას, და რაჲთა მუნ განაქარვოს ცოდვაჲ ადამისი და ესრეთ აღიღოს იგი ყოვლისავე ნათესავისა მისისაგან.

და ვინაჲთგან ესმა ადამს: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიიქცე“, ამისთჳს მასვე ადგილსა დაიდვა უფალი, რაჲთა...

სრულად ნახვა