მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:33

32. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე?33. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ.34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა სჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
33. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალი საქმჱ კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისაგან; რომლისა საქმისა მათგანისათჳს ქვასა დამკრებთ მე? მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს: კეთილისა საქმისათჳს არა დაგკრებთ ქვასა, არამედ გმობისათჳს, რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა შჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ თქუენ? (ფსალმ. 81,6) უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ვითარ თქუენ, რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, იტყჳთ, ვითარმედ: ჰგმობს, რამეთუ ვთქუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე?“ (10,32-36).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა თავს-იდებდა, და კუალად, ოდეს ჰგმობდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს და „სამარიტელ“ სახელ-სდებდეს. და რომელთა ესე ყოველი უყვეს და მრავალგზის ინებეს ქვისა დაკრებაჲ მისი, აჰა ესერა აწ გარემოდგომილ არიან და ეტყჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?“ და არცა ესრეთ გარემიაქცინა იგინი ესეოდენთა მათ ბოროტ-თა ზედა, არამედ ყოვლითა სიტკბოებითა ეტყოდა მათ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო“ (10,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი იყო ესე დღესასწაული, რამეთუ ესე იყო დღჱ იგი, რომელსა ტაძარი აღეშჱნა, მო-რაჲ-იქცეს დიდისა მის ტყუეობისაგან სპარსეთისა, და დიდად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:

...არმედ გარდამავალი არს იგი შჯულისაჲ, და მგმობრად სახელ-სდებდეს და იტყოდეს: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“; და კუალად ეტყოდეს: „კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და შენ რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“.

ხოლო რაჲთა გულისჴმა-ყონ მოწაფეთა და მათ მიერ ყოველთა, ვითარმედ შურისაგან ზრახვიდეს ამას, და ვითარმედ არცა შჯულისა გარდამავალ არს, არცა ცუდად ჰყოფს თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა, არამედ ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ არს, ამისთჳს წარმოადგინა შჯულისმდებელი იგი მოსე და მოშურნე იგი მგმობართა ზედა ელია. რამეთუ არცა, თუმცა შჯულისა გარდამავალ იყო და არამცა მეუფე იყო შჯულისაჲ, წარმოუდგამცა მოსე, ვითარცა მონაჲ, არცა, თუმცა ცუდად იტყოდა თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა, წარმოუდგამცა ძრწოლით ელია, მოშურნე იგი ღმრთისმსახურებისათჳს.

მესამედ ამისთჳს, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ იგი არს უფალი ცხოველთა და მკუდართაჲ, და ჴელმწიფებაჲ აქუს ცხორებისა და სიკუდილისაჲ, და მეუფე არს ზეცისა და ქუეყანისაჲ და ქუესკნელთაჲ. ამისთჳს პირველვე აღსრულებული იგი და რომელსა არღა ეხილვა გემოჲ სიკუდილისაჲ, შორის წარმოადგინნა.

მეოთხედ ამისთჳს, რაჲთა გამოაჩინოს დიდებაჲ იგი ჯუარისაჲ და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“ (9,4-8).:

...გა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“ (9,4-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუასაცა ადგილსა, ეტყოდეს რაჲ ჰურიანი, ვითარმედ: „კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“, არა დაჰჴსნა სიტყუაჲ იგი მათი, არამედ უფროჲსად დაამტკიცა და ჰრქუა: „უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი; უკუეთუ ვიქმ, დაღათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენენ“. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან იგინი იგონებდეს, ვითარმედ: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა“, თავადმან სხუაჲცა სასწაული ღმრთეებისა თჳსისაჲ აჩუენა და სახე დიდი მამისა თანასწორებისაჲ. რამეთუ იგინი იგონებდეს, თუ მიტევებაჲ ცოდვათაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ხოლო თავადმან დაფარულნიცა გულთა მათთანი გამოაცხადნა, რომელ ესეცა ღმრთისა საქმე არს. რამეთუ მათ სიტყუაჲ ესე არა გამოაცხადეს, არამედ გულთა შინა იგონებდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მუნ ვიეთმე მწიგნობართა თქუეს გულთა თჳსთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენ-თა?“...

სრულად ნახვა