მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:36

35. უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნად წერილი.36. და რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: გმობს, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.37. უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
36. და რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: გმობს, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალი საქმჱ კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისაგან; რომლისა საქმისა მათგანისათჳს ქვასა დამკრებთ მე? მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს: კეთილისა საქმისათჳს არა დაგკრებთ ქვასა, არამედ გმობისათჳს, რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა შჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ თქუენ? (ფსალმ. 81,6) უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ვითარ თქუენ, რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, იტყჳთ, ვითარმედ: ჰგმობს, რამეთუ ვთქუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე?“ (10,32-36).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა თავს-იდებდა, და კუალად, ოდეს ჰგმობდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს და „სამარიტელ“ სახელ-სდებდეს. და რომელთა ესე ყოველი უყვეს და მრავალგზის ინებეს ქვისა დაკრებაჲ მისი, აჰა ესერა აწ გარემოდგომილ არიან და ეტყჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?“ და არცა ესრეთ გარემიაქცინა იგინი ესეოდენთა მათ ბოროტ-თა ზედა, არამედ ყოვლითა სიტკბოებითა ეტყოდა მათ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო“ (10,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი იყო ესე დღესასწაული, რამეთუ ესე იყო დღჱ იგი, რომელსა ტაძარი აღეშჱნა, მო-რაჲ-იქცეს დიდისა მის ტყუეობისაგან სპარსეთისა, და დიდად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...ა თჳსისათჳს: რამეთუ სამარიტელსა მას ჰრქუა: „მე ვარ ქრისტე“; და ბრმასა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“; და ჰურიათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“? და სხუათა მრავალთა ადგილთა იქმს ესრეთ. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, ვითარ გულისხმა-ვყოთ? რამეთუ კუალად ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი ჭეშმარიტ არს“, და აქა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებდე, არა არს ჭეშმარიტ“. რაჲ არს უკუე, რომელი შევიწყნაროთა ამათ ორთაგანი, უკუეთუ არა გამოვი-ძიოთ მიზეზი სიტყჳსაჲ ამის, და თუ რაჲსათჳს თქუა, ანუ რომელთა პირთა მიმართ, რაჲთა არა განსაცდელსა შთავცჳვეთ? რამეთუ უკუეთუ წამებაჲ მისი არა ჭეშმარიტ არს, რაჲ იყოს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ?

არამედ ჯერ-არს ჩუენდა მღჳძარებაჲ, რაჲთა არა დავშთეთ სიტყუა-თა ოდენ შინა, არამედ ძალიცა და პირი სიტყჳსაჲ გამოვიძიოთ; რამეთუ ესრეთ შესცდეს მწვალებელნი: ვითარცა ესმეს, ესრეთვე გულისხმაჰყოფდიან სიტყუათა წერილისათა. და უკუეთუ ესე ვქმნეთ, რომელ არა გამოვიძიოთ ჟამი და სიტყუაჲ და გონ...

სრულად ნახვა