2.და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო.3.ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა.4.რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა.5.იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა.6.ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო?7.მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის.8.ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!9.და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი.10.ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი.11.ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!12.ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?13.ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას.14.ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ.15.წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.16.და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაჲ მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა.
17.ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ.18.ამისთჳს უფროჲს ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა.19.მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს.20.რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.21.რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს.22.არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა,23.რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი.24.ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.25.ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ.26.რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.27.და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს.28.ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.29.და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.30.არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.31.უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ.32.სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და უწყი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელსა წამებს ჩემთჳს.33.თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი.34.ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხონდეთ.35.იგი იყო სანთელი აღნთებული და საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა.36.ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესსა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე.37.და რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან წამა ჩემთჳს. თქუენ არცა ჴმაჲ მისი გესმა სადამე, არცა ხატი მისი იხილეთ.38.და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ, რამეთუ რომელი-იგი მოავლინა ღმერთმან, ესე თქუენ არა გრწამს.39.გამოიძიებდით წიგნთა, რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ შინა; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს.40.და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს.41.დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო.42.არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა.43.მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ.44.ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ.45.ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ.46.უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.47.უკუეთუ მისთა წიგნთაჲ არა გრწამს, ჩემთა სიტყუათაჲ ვითარ-მე გრწმენეს?
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე კუალად მეორჱ სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲვიდა ჰურიასტანით გალილეად. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ“ (4,54; 5,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა არცა თუ მცირესა თუალსა ვინ შეურაცხ-ჰყოფს მეძიებელთა მისთაგან, ეგრეთვე წერილთა შინა ერთსაცა ბეწუსა თანაწარსლვაჲ უჯერო არს, არამედ ყოვლისავე ჯერ-არს გამოძიებაჲ, რამეთუ სულისა წმიდისა მიერ თქუმულ არიან ყოველნივე იგი სიტყუანი. და ისმინე უკუე აქაცა, რომელსა იტყჳს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? ჰრქუა მას უძლურმან მან: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა რაჟამს აღიმრღუეს წყალი ესე, და შთამაგდომცა საბანელსა მას“ (5,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს წმიდათა წერილთაგან სარგებელი, და თჳთოსახეთა წამალთა საუნჯე არიან საღმრთონი სიტყუანი, გინა თუ ზუაობისა წამალსა ეძიებდე, ანუ თუ გულისთქუმისა, ანუ ვეცხლისმოყუარებისა, ანუ მწუხარებისა, ყოველივე მათ შინა იპოვების. რამეთუ ვინმცა იყო შეჭირვებული ანუ სიგლახაკისაგან, ანუ გრძელისა სნეულებისა,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრჱსი რაჲმე გეყოს შენ“ (5,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს ცოდვაჲ და მავნებელ სულისა, ხოლო მრავალგზის გარდა-რაჲ-ემატის ბოროტებაჲ მისი, ჴორცთა შეეხების. რამე-თუ ვინაჲთგან სულისა სენსა არა ფრიად ვზრუნავთ, რამეთუ ჴორცთასა მცირესაცა ზედა დიდსა მოსწრაფებასა ვიქმთ, რაჲთა განვკურნოთ, ამისთჳს ღმერთმან უდარესი ესე ტანჯის მრავალგზის, რაჲთა მის მიერ უაღრჱსიცა იგი, რომელ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამაჲ არავის შჯის, და ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ ყოველსავე ზედა, საყუარელნო, რამეთუ სიტყუაჲ თანაგუაც მიცემად სიტყუათათჳსცა და საქმეთა ცხორებასა მას, რომელსა მისლვად ვართ, და საყდარსა, რომლისა წინაშე წარდგომად ვართ მოგებად საქმეთა ჩუენთაებრ, გინა თუ კეთილი გუექმნას, გინა თუ ბოროტი. მას უკუე სამშჯავროსა ვიჴსენებდეთ მარადის და ესრეთ შეუძლოთ ყოფად...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა ეძიებდეს და იყოს ჴელოვნებისა მის გამოუცდელ, სარგებელი არარაჲ პოვოს, ვერცა ოქროჲ გამოიღოს, არამედ ცუდი ოდენ შრომაჲ თავს-იდვას. ეგრეთვე რომელთა არა იცოდიან წესი წმიდათა წერილთაჲ და ჩუეულებაჲ და ძალსა მათსა ეძიებდენ, იგინი ოქროსა მიწასა შინა აღჰრევენ, და არაოდეს პოვონ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ თავთა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ მათ მიერ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს. და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუნდეს“ (5,39-40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ მოვიგოთ, საყუარელნო, სა-ღმრთოთა სიტყუათა გულისხმის-ყოფისათჳს და ნუ ესრეთ ლიტონად და უგულისხმოდ ვიკითხავთ მათ, რამეთუ ამისთჳს ქრისტე უფალი ეტყოდა რაჲ ჰურიათა წერილთათჳს, არა ჰრქუა, თუ: იკითხევდით ოდენ, არამედ...
და ამისთვის სდევნიდეს ურიანი იგი იესუს და ენებამოკლვაი მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა (იოან. 5. 16).
იესო ქრისტეს ქვეყანაზე გამოჩინებამ და მისმა ამაღლებულმან სწავლამ და ქადაგებამ დიდი მოძრაობა მოახდინა ურიათა შორის რომელნიც მათგანნი იყვნენ ღვთის მოყვარენი და მადიდებელნი, რომელთა გულში ჰქონდათ სურვილი და იმედი საუკუნოისა ცხოვრებისა, მათ სიხარულით მიიღეს სწავლა იესო ქრისტესი და შეიქმნენ მისნი ერთგულნი მორწმუნენი და მოწაფენი; გარნა, უმრავლესი ნაწილი ურიათა გაქვავებული გულითა,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).:
...ა მას იერუსალჱმისასა მდებარე იყო, ხოლო ესე - კაპერნაუმს; მას ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, ხოლო ამისთჳს ესევითარი არარაჲ თქუმულ არს. მას მსახური არა ჰყვა, ხოლო ამას ჰყვეს მოღუაწენი, რომელთაცა ეტჳრთა იგი, და მოიყვანეს უფლისა; ამას ჰრქუა: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, ხოლო მას ეტყოდა: „გნებავსა, რაჲ-თა განიკურნო?“ იგი განკურნა შაფათსა შინა, ხოლო ესე არა შაფათსა შინა ქმნა; უკუეთუ არა, აქაცამცა ებრალა ჰურიათა. ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ერთისათჳს იტყოდეს მათე და იოვანე, და შეცვალებისა მისთჳს თქუმულთაჲსა შეჰრაცხონ ცილობად სიტყუაჲ მათი; არამედ უწყოდინ, ვითარმედ მათე და მარკოზ და ლუკა ერთისა ამისთჳს წარმოიტყჳან, ხოლო რომელი-იგი იოვანეს სახარებასა შინა წერილ არს, სხუაჲ არს და არა ესე.
გულისჴმა-ყავთ უკუე სიმდაბლე მეუფისაჲ და სახიერებაჲ, რამეთუ პირველ, იხილა რაჲ შეკრებაჲ ერისა მის ფრიადისაჲ, წიაღვლო მიერ; მერმე, ჰრქუეს რაჲ გერგესეველთა მათ წარსლვად საზღვართაგან მათთა, წარვიდა სახიერებით და არარას წინააღუდგა; და ენება რაჲ წიაღსლვაჲ ზღჳსაჲ მის, ნავად აღვიდა, რომელსა ეძლო ფრჴივცა წიაღსლვაჲ. რამე-თუ არა უნდა მარადის უაღრეს ბუნებისა კაცთაჲსა ქმნად საკჳრველებისა, რაჲთა არა ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ არაჭეშმარიტად შეჰრაცხონ.
...თი გაქუს. არა გაქუს კაცი, რაჲთა შთაგაგდოს საბანელსა მას? არამედ გაქუს ქრისტე, რომელმან არა საჴმარ-გიყოს ყოვლადვე საბანელი იგი პროვატიკისაჲ; არა გაქუს კაცი, რომელმან გიღუაწოს? არამედ გაქუს, რომელმან გიბრძანოს: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“
არა გაქუს თქუმად, თუ: „ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის“, რამეთუ გენებოს თუ შთასლვად წყაროსა მას, არავინ გაყენებს, არა განილევის, არცა მოუძლურდების მადლი იგი. წყაროჲ არს სამარადისოდ აღმომცენარე, სავსებისა მისისაგან ყოველნი განვიკურნებით სულით და ჴორცით. მოუჴდეთ უკუე და შეუვრდეთ მას, რაჲთა ვცხონდეთ.
რააბ მეძავი იყო და ცხონდა სინანულითა; ავაზაკი კაცისმკლველი იყო და სამოთხისა მოქალაქე იქმნა, ხოლო იუდა მოძღუარსა მას სახიერსა თანა იქცეოდა და წარწყმდა; და ავაზაკმან ჯუარსა ზედა მოწფობაჲ ქრისტესი მოიტაცა.
ესრეთ არიან საქმენი ღმრთისანი დიდებულ და საკჳრველ. ამას ესევითარსა გულისჴმა-ჰყოფდი და ნუ სასოწარკუეთილ ხარ, არამედ მარადის სასოებით განიფრთხობდი ძილისა მისგან მცონარებისა. იპყარ გზაჲ იგი სინანულისაჲ, ვიდოდე უცონელად და ისწრაფე შესლვად, ვიდრე კარი გან-ღებულ არს, პირველ დაჴშვისა შეისწრაფე.
მცირე არს საწუთროჲ ესე, და შრომაჲ სინანულისაჲ - მოკლე. დაღაცათუმცა დიდ იყო და გრძელ, არცა ეგრეთ ჯერ-იყ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:
...(მარკ. 1,41); და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მამამან სრული შვა იგი და არარაჲთ ნაკლულევანი. და იხილეთ, ვითარ ეტყჳს მას. რამეთუ ვინაჲთგან ნიკოდემოს თქუა, ვითარმედ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რო...